FM97.5 / LIVE

‘წინ ბევრი კარგი თავგადასავალი გველის’ – 100%–იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები ახალციხიდან

მთავარისიახლე, განათლება 12.09.2019
მათ სჯერათ, რომ უნივერსიტეტში მიღებული განათლებით ქვეყნის მომავალს უკეთესობისკენ შეცვლიან. გაიცანით ხუთი 100%–იანი გრანტის მფლობელი ახალციხელი სტუდენტი.

‘წინ ბევრი კარგი თავგადასავალი გველის’ – 100%–იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები ახალციხიდან

მარიამ ბერიძემ, ანაჰიტ დილბარიანმა, თამუნა მანველიშვილმა და სამუელ პილოიანმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ სასწავლებლებში უმაღლესი დაფინანსებით მოხვდნენ.

თამუნა მანველიშვილი 100%–იანი გრანტით თბილისში, შავი ზღვის უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ისწავლის. ამბობს, რომ სამედიცინოზე ჩაბარება სურდა, თუმცა მას შემდეგ რაც FLEX-ის გაცვლითი პროგრამით ამერიკაში წავიდა და ვაშინგტონში სენატის სხდომასაც დაესწრო, საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლის გადაწყვეტილება მიიღო.

თამუნამ ქალაქ ვალეში N1 საჯარო სკოლა დაამთავრა. ამბობს, რომ სკოლაში ყოველთვის ცდილობდა აქტიური ყოფილიყო და მიეღო ისეთ ღონისძიებებში მონაწილეობა, სადაც სკოლას წარმოაჩენდა.

„სწავლის დასრულების შემდეგ მინდა ჩემს ქვეყანაში დავრჩე, სიამოვნებით ვიმუშავებდი საელჩოში, მექნებოდა სხვადასხვა ქვეყანასთან მოლაპარაკება. ურთიერთობები კარგად გამომდის და ვფიქრობ ეს მომავალში გამომადგება“, – თქვა თამუნამ.

მარიამ ბერიძემ ახალციხის N5 საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და თბილისის ღია უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე ჩააბარა.

„ამ უნივერსიტეტში გადავწყვიტე იმიტომ, რომ ბევრ პრივილეგიებს მთავაზობს. სამართლის კარგი კათედრა აქვთ. ბავშვობიდან ვიცოდი რა პროფესიაც უნდა ამერჩია, პირველივე კლასიდან ამაზე ვოცნებობდი. მამიდაჩემი საკმაოდ ცნობილი იურისტია და ამან იქონია ჩემზე გავლენა“, – ამბობს მარიამი.

მარიამს ახალ ქალაქში გადასვლა ცოტა აშინებს, თუმცა სჯერა წინ ბევრი საინტერესო თავგადასავალი ელოდება.

უნივერსიტეტში კარგი განათლების მიღებისა და ყველა შანსის ბოლომდე გამოყენების იმედი აქვს ანაჰიტ დილბარიანს. მან ახალციხის N3 საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და ახლა სწავლას სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 100 %–იანი გრანტით შეუდგება.

ანაჰიტმა ინგლისურ ფილოლოგიაზე ჩააბარა და მოსამზადებელს და პირველ კურსს ერთდროულად გაივლის: „მიყვარს უცხო ენები, კარგად გამომდის ზოგადად ენების შესწავლა. ძალიან მიყვარს ინგლისური, თანამედროვე ენაა, ყველგან ამ ენაზე საუბრობენ და მჭირდება“, – ამბობს ანაჰიტი.
სურს, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მასწავლებლად ან თარჯიმნად იმუშაოს.

ახალციხის N3 საჯარო სკოლადამთავრებულმა სამუელ პილოიანმაც 100%–იანი გრანტი აიღო. მან საქართელოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩააბარა. ამბობს, რომ ახლა მოსამზადებელ პროგრამას გადის, შემდეგ კი პროგრამისტის პროფესიას აირჩევს.

„ჯერ ვერ ავირჩიე სპეციალობა, მაგრამ პროგრამისტობას ვაპირებ. მიყვარს კომპიუტერზე მუშაობა. თბილისში რომ წავალ სასწავლებლად, სავარაუდოდ იქ დავრჩები და ვიმუშავებ“, – ამბობს სამუელი.

კიდევ ერთი მოსწავლე მესამე სკოლიდან რომელმაც 100%–იანი გრანტი მიიღო სოს მინასიანია, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ.

ამავე თემაზე ნახეთ:

სან დიეგოს უნივერსიტეტში ახალციხიდან სამი სტუდენტი ისწავლის

100–პროცენტიანი გრანტის მფლობელი აბიტურიენტები ახალციხიდან

ახალციხეში წარჩინებულ სტუდენტებს წიგნები გადასცეს

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

100–პროცენტიანი გრანტის მფლობელი აბიტურიენტები ახალციხიდან
სან დიეგოს უნივერსიტეტში ახალციხიდან სამი სტუდენტი ისწავლის
ვინ არიან ახალციხეში 100 პროცენტიანი გრანტის მფლობელი აბიტურიენტები
სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა
100%–იანი გრანტი ახალციხეში 16–მა აბიტურიენტმა მიიღო
ვინ არიან ახალციხელი 100%–იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები
რომელ სასწავლებლებს ირჩევენ ახალციხელი აბიტურიენტები