FM97.5 / LIVE

ნიაზ დიასამიძე - ახალციხელი სამბისტი წლის მთავარი ტურნირის პრიზიორია

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.12.2019
ახალციხელი სამბისტი ნიაზ დიასამიძე, ქართული ჭიდაობის მთავარი ტურნირის - „ფალავნობა 2019“-ის გამარჯვებულია. მან ახალციხის სახელით იჭიდავა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. სპორტსმენს ამ დრომდე არაერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული.

ნიაზ დიასამიძე - ახალციხელი სამბისტი წლის მთავარი ტურნირის პრიზიორია
ფოტო: თაკო კიკალიშვილი

16 დეკემბერს, თბილისში გამართულ ქართული ჭიდაობის ჩემპიონატზე, ნიაზ დიასამიძემ მესამე ადგილი მოიპოვა. ამბობს, რომ ეს მის კარიერაში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. სპორტსმენი 21 წლისაა და უკვე არაერთი წარმატება აქვს. მის მიღწევებს შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სამბოში მსოფლიო პრიზიორის ტიტული, ასევე არის: ევროპის ვიცე ჩემპიონი, საქართველოს ორგზის ჩემპიონი სამბოში და ასევე საქართველოს ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში.

„ამ გამარჯვებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიოს მედალია. თუმცა ვფიქრობ, რომ ფალავნობაზე მესამე ადგილის აღება, ჩემი ასაკის გათვალისწინებით, კარგი შედეგია. ძალიან რთული ტურნირი იყო“, - ამბობს ნიაზი.

ჭიდაობა ახალციხეში დაიწყო. მაშინ მესამე კლასში იყო და სპორტის ეს სახეობა მშობლებმა შეურჩიეს. გარკვეული დროის შემდეგ მიხვდა, რომ მისთვის უფრო მეტად პერსპექტიული სამბო და ძიუდო იქნებოდა, ამიტომ ვარჯიში თბილისში გააგრძელა: „თავიდან მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ უნდა მევლო ჭიდაობაზე. ძალიან პატარა ვიყავი როცა დავიწყე. ახლა კი სპორტის გარეშე ალბათ წარმოუდგენელია ცხოვრება. მაშინ ახალციხეში იყო ძალიან კარგი ტრენერი, შემდეგ ის საზღვარგარეთ წავიდა და მეც თბილისში წამოვედი, თან ძიუდოს სკოლა არ იყო ახალციხეში“.

ამბობს, რომ გზა რთული იყო, თუმცა საბოლოოდ შედეგამდე მივიდა: „ძალიან დიდ შრომას მოითხოვს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ცალკე სწავლა და ცალკე სამჯერადი ვარჯიში მქონდა. ამის გარდა არაფრისთვის მრჩებოდა დრო. რთულიც იყო და საკმაოდ დიდი კონკურენციაც იყო“.

დიასამიძე სამბოსა და ძიუდოში პროფესიონალურად უკვე მერვე წელია ვარჯიშობს. ახლა შეჯიბრებებში -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჭიდაობს. ყველგან ახალციხის სახელით გადის და ცდილობს საკუთარი მხარე სხვებსაც გააცნოს.

„ყველგან ახალციხის სახელით გავდივარ. მინდა, რომ ვასახელო ჩემი მხარე. იმიტომ, რომ მოჭიდავეები ნაკლები კი არა, საერთოდ არ გვყავს. ამ სახეობაში მე და ბექა ბერძენიშვილი ვართ მარტო“, - ამბობს დიასამიძე.

რაც შეეხება სპორტსმენების მხარდაჭერას, სამბისტი ამბობს, რომ ამ კუთხით ყურადღება ნაკლებია, თუმცა პირადად მას ადგილობრივი თვითმმართველობიდან რამდენჯერმე ხელი შეუწყეს: „შარშან, ახალციხეში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში და მე გავხდი ჩემპიონი ანუ მედალი დავტოვე ახალციხეში ახალციხელმა სპორტსმენმა და დამაჯილდოვეს. ახალციხის სახელით ვჭიდაობ და ასე თუ ისე გარკვეული მხარდაჭერა მაქვს. ბევრ რამეში შემიწყეს ხელი. მცირედ ფინანსურადაც დამეხმარნენ. თუმცა უფრო მეტია საჭირო სპორტსმენებისთვის“.

სპორტსმენი ახლა კიდევ ერთი ჩემპიონატისთვის ემზადება. 29 დეკემბერს იგი ძიუდოში საქართველოს პირველობისთვის იბრძოლებს.

ნიაზ დიასამიძე - ახალციხელი სამბისტი წლის მთავარი ტურნირის პრიზიორია
ფოტო: თაკო კიკალიშვილი

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხელმა ნიაზ დიასამიძემ საქართველოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო]
ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი სამბოში მსოფლიო ვიცე–ჩემპიონი გახდა
‘ეს არის სპორტსმენის არდაფასება’ - ბექა ბერძენიშვილი ახალციხის მერიაზე
ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე იჭიდავებს
ახალციხელი მოჭიდავე სამბოს საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი გახდა
'საკუთარი თავი თვითონ უნდა გამეტანა' - გზა ახალციხიდან ევროპის ჩემპიონობამდე [ვიდეო]
ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი გურჯაანში ტურნირის ფალავანი გახდა