FM97.5 / LIVE

ახალციხეში სპეცუბნები აღარ გაიხსნება

მთავარიპოლიტიკა 24.10.2013
რატომ არ იხსნება სპეცუბნები ახალციხის საარჩევნო ოლქში და რომელ უბნებზე დააფიქსირებენ არჩევანს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურების თანამშრომლები.

ახალციხეში სპეცუბნები აღარ გაიხსნება
2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ახალციხის ოლქში ორი სპეცუბანი გაიხსნა, ახალციხის სასაზღვრო ჯარსა და ახალციხის სატანკო ნაწილში.

სასაზღვრო ჯარში სპეცუბნის გახსნის მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტრომ #37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიას წერილობით წელსაც მიმართა, თუმცა საოლქო საარჩევნო კომისიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგვმართა ამასთან დაკავშირებით, თუმცა იმ ტერიტორიაზე 42 ამომრჩეველია, საარჩევნო კოდექსის მიხედვით კი, იქ სადაც 50-ზე ნაკლები ამომრჩეველია, საარჩევნო უბანი არ იხსნება“,-ამბობს #37ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თეა გავაშელი.

მისი თქმით, აღნიშნული ამომრჩევლები სხვადასხვა უბნებზე გადანაწილდებიან: „ეს ამომრჩევლები ხმას მიცემენ თავიანთი დისლოკაციის ადგილის მიხედვით. მივამაგრეთ წყალთბილის 22-ე და 24-ე საარჩევნო უბნებზე, ორი კაცი კი ხმას 31-ე საარჩევნო უბანზე მისცემს“.

გავაშელის თქმით, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ახალციხეში წელს სპეცუბნები აღარ გაიხსნება: „ჩემს ოლქში სპეცუბნები აღარ გაიხსნება და როგორც ვიცი, ეგრეთ წოდებული დახურული უბნები არცერთ ოლქში აღარ იხსნება“.

დახურული უბნები რომ აღარ გაიხსნება, ამის შესახებ გუშინ, 23 ოქტომბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„გახსოვთ ალბათ, რომ წლების განმავლობაში არსებობდა ეგრეთ წოდებული დახურული უბნები, სადაც აბსოლუტურად ნოლი კონტროლი არსებობდა, იქ მონიტორინგის უფლება პრაქტიკულად არავის ჰქონდა. ხდებოდა პოლიციელების, როგორც ასე ვთქვათ, ძალიან შეურაცხმყოფელად მიყვანა, ძალდატანება და მათთვის სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემა. ეს ეპოქა წარსულს ჩავაბარეთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, მათ ხელოვნურად შექმნილი უბნები გააუქმეს.

„დავტოვეთ მხოლოდ აუცილებელი დახურული უბნები, სადაც პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა ამის გარეშე. მე მხედველობაში მაქვს იგივე საჯარისო, სპეცდანიშნულების რაზმები და წვევამდელების დახურული უბნები. ეს არის უპეცედენტო საარჩევნო გარემო და მე ვფიქრობ, რომ ამით ყველა უნდა ვამაყობდეთ“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ოლქში სპეცუბნები არ გაიხსნება
ახალციხეში საარჩევნო უბნები გაიხსნა
საარჩევნო უბნები გაიხსნა და ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო
საარჩევნო უბნები ბიულეტენებს დღეს მიიღებენ
საარჩევნო უბნები რიტუალების სახლებიდან სკოლებში გადავიდა
ახალციხის ოლქში საარჩევნო უბნების მდებარეობა იცვლება
ახალციხეში საარჩევნო უბნები გაიხსნა