FM97.5 / LIVE

ახალციხის ოლქში საარჩევნო უბნების მდებარეობა იცვლება

მთავარიპოლიტიკა 18.07.2013
საარჩევნო უბნები, საზღვრები და ამომრჩეველთა სია; რა და რატომ იცვლება მომავალი არჩევნებისთვის ახალციხის ოლქში;

ახალციხის ოლქში საარჩევნო უბნების მდებარეობა იცვლება
#37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისია უკვე საარჩევნო რეჟიმში მუშაობს. მათ საარჩევნო უბნების საზღვრების შესახებ ცესკოს 1 ივლისის მონაცმები უკვე მიაწოდეს.

#37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თეა გავაშელის განცხადებით, საზღვრები არ შეცვლილა, რადგან 1500 ამომრჩეველზე მეტი არცერთ საარჩევნო უბანზე არ არის: „შეცვლილი სია ცესკოდან უკვე მივიღეთ. ბოლო არჩევნებზე თუ 36 407 ამომრჩეველი გვყავდა, ახლა 35 098 გვყავს“.

საარჩევნოდ ოლქში მდებარე 10-მდე უბანი მისამართს შეიცვლის. მათ შორის ერთ-ერთი რაბათში #5 საარჩევნო უბანი იქნება. თუ აქამდე აქ საარჩევნო უბანი რიტუალების სახლში იყო, ამჯერად ციხის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ოთახში განთავსდება.
„რიტუალები კერძო საკუთრებაა, ამიტომ ქირის გადახდა გვიხდებოდა“, - გვიხსნის გავაშელი.

კერძო საკუთრებაში, რესტორან „ტყუპებშია“ განთავსებული #32 საარჩევნო უბანიც.

„სავარაუდოდ, აქ შეცვლას ვერ შევძლებთ, რადგან სხვა ალტერნატიული ფართი, რომელიც სახელმწიფოს ბალანსზე იქნებოდა, ვერ ვნახეთ, - ამბობს გავაშელი და ამატებს, რომ შენობათა ნუსხა საოლქოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა გადასცეს , - წერილობით უკვე მივმართეთ და დაგვპირდნენ, რომ მაქსიმალურად დაგვეხმარებიან“.

საოლქომ მუნიციპალიტეტის გამგეობას უბნების მდებარეობის შეცვლა იმ 9 სოფელშიც სთხოვა, სადაც საარჩევნო უბნები საკრებულოს შენობებშია განთავსებული: „კოდექსით ეს მისაღები არ არის. ასევე ყველა საკრებულოს შენობა ძალიან პატარაა. ვფიქრობთ, საკრებულოებიდან უბნები სკოლებში გადავიტანოთ. ასე უფრო მოსახერხებელი იქნება, თან სკოლებში ინფრასტრუქტურა უფრო მოწესრიგებულია და დირექტორებიც ამის გამო არასდროს პრობლემას არ გვიქმნიან“.

მისივე თქმით, სასურველია, თუ უბნების მდებარეობა იმ სოფლებშიც შეიცვლება, სადაც საარჩევნო უბნები განთავსებული რიტუალების სახლებშია: „სოფელში რიტუალების სახლი ადგილობრივებს ხშირ შემთხვევაში ქელეხისთვის სჭირდება. გვქონდა შემთხვევა, რომ ცოტახნით უბნის დატოვება მოგვიხდა, რადგან სოფელში მიცვალებული ჰყავდათ“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საარჩევნო უბნები რიტუალების სახლებიდან სკოლებში გადავიდა
საარჩევნო უბნების საზღვრები დაზუსტდა
ახალციხის ოლქში საუბნო კომისია დასაკომპლექტებელი 1 უბანზე დარჩა
ახალციხეში საარჩევნო უბნები გაიხსნა
რომელ მისამართზეა უბანი, სადაც ხმას აძლევთ – არჩევნები 2020
ასპინძაში ორი საარჩევნო უბნის მისამართი შეიცვალა
N37-ე ახალციხის საარჩევნო ოლქში, 35 უბნიდან 8 უბანზე კომისია ვერ დაკომპლექტდა