FM97.5 / LIVE

ახალციხეში საარჩევნო უბნები გაიხსნა

მთავარიარჩევნები 15.06.2014
N37–ე ახალციხის საარჩევნო ოლქში საარჩევნო უბნები უკვე გაიხსნა და უბნებზე პირველი ამომრჩევლებიც მივიდნენ.

ახალციხეში საარჩევნო უბნები გაიხსნა
სიმონ ბალახაშვილი, პირველი ამომრჩეველი 28–ე უბანზე

N37–ე ახალციხის საარჩევნო ოლქის 28–ე საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი 7.00 საათიდან ელოდებოდა უბნის გახსნას.

"მე მჯერა ამ ხელისუფლების და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება", – განაცხადა უბნის პირველმა ამომრჩეველმა სიმონ ბალახაშვილმა.

28–ე უბანზე ერთიან სიაში 1128 ამომრჩეველია რესგისტირებული, 8 ამომრჩეველია სპეც. სიაში და 13 გადასატანი ყუთის სიაში.
ამ უბანზე დააფიქსირებს არჩევანს ახალციხის მერობის სამი კანდიდატი: გელა დემეტრაძე – ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“;
გოჩა ათოშვილი – „სალომე ზურაბიშვილი –საქართველოს გზიდან“ და გიორგი კოპაძე – ბლოკ „ქართული ოცნებიდან“.

პირველი ამომრჩეველი უკვე მივიდა ახალციხის 1–ელ უბანზეც. ოთარ მაჩიტაძე დარწმუნებულია, რომ არჩევნებში მისი ფავორიტი კანდიდატი გაიმარჯვებს.

"ახალციხეს სჭირდება, რომ არჩეული მერი ხალხის გვერდით იდგეს. იმსჯელოს რა სჯობია ხალხისთვის, მოაგვაროს პრობლემები. ბევრი გაჭირვებული ოჯახია, რომლებსაც გვერდში დგომა სჭირდებათ. ვინც არ უნდა მოვიდეს, ხალხს უნდა მიხედოს", – განაცხადა მაჩიტაძემ.

1–ელ უბანზე ერთიან სიაში 1239 ამომრჩეველია, გადასატანი ყუთის სიაში კი – 5. უბანზე მიიღეს 1150 ბიულეტენი.

ახალციხეში საარჩევნო უბნები გაიხსნა
ოთარ მაჩიტაძე, პირველი ამომრჩეველი 1–ელ უბანზე

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

#32 საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი ნახევარი საათით ადრე მივიდა
მაჟორიტარობის კანდიდატი საარჩევნო უბანზე
#35 აწყურის უბანზე პირველი ამომრჩეველი 18 წლის გოგონა იყო

N2 აბასთუმნის საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი მივიდა
N35 აწყურის უბანზე 2 შენიშვნა და 1 საჩივარი დაიწერა
ახალციხის N5 საარჩევნო უბანზე 10-მა ამომრჩეველმა ხმის მიცემა ვერ შეძლო
არლის უბანზე პირველი ამომრჩეველი მივიდა [ვიდეო]