FM97.5 / LIVE

საარჩევნო უბნები ბიულეტენებს დღეს მიიღებენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 07.10.2016
საუბნო საარჩევნო კომისიები დღეს ბიულეტენებს მიიღებენ. #37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისია უბნებს ბიულეტენებთან ერთად არჩევნებისათვის საჭირო ყველა მასალას გადასცემს.

საარჩევნო უბნები ბიულეტენებს დღეს მიიღებენ

#37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიამ დალუქული ბიულტენები გუშინ, 6 ოქტომბერს მიიღო. ისინი უბნებზე, ამომრჩევლეთა რაოდენობის შესაბამისად, დღეს, 7 ოქტომბერს გადანაწილდება. ბიულეტენების საერთო რაოდენობა 77 350–ია.
მათგან:
31 700 ბიულეტენი მაჟორიტარული;
31 700 ბიულეტენი პროპორციული;
13 950 ბიულეტენი მერის არჩევნებისათვის.


#37–ე ახალციხის საარჩევნო ოლქში შემავალ უბნებზე, ბიულეტენები ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით გადანაწილდება.

ახალციხის თემის სოფლებში არსებულ 22 უბანს, ორი სახის ბიულეტენი: მაჟორიტარული და პროპორციული გადაეცემა. ხოლო ქალაქში არსებული 13 საარჩევნო უბნისათვის, სამი სახის ბიულეტენია გათვალისწინებული: მაჟორიტარული, პროპორციული და მერის. გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქის მაცხოვრებლები 8 ოქტომბერს ქალაქის მერსაც აირჩევენ.

8 ოქტომბრის საპარლამენტო და რიგგარეშე არჩევნებისათვის დაბეჭდილი ბიულეტენები ფერსა და ზომაში განსხვავდება.
პროპორციული სიისათვის– ცისფერი;
მაჟორიტარებისათვის – ვარდისფერი;
მერის არჩევნებისათვის – მწვანე.


საარჩევნო ბიულეტენებს დალუქულ მდგომარეობაში ოლქის 35 – ვე უბანი მიიღებს.

"დალუქულ მდგომარეობაში ჩამოვიტანეთ ბიულეტენები. ხვალ, 7 ოქტომბერს ისევ გაიხსნება, ვინაიდან უბნებზე გადაცემა მოხდება ნომრებისა და თვლის შესაბამისად, შემდეგ ისევ დავლუქავთ, დაერტყმება ოლქის ბეჭედი, დაისკოჩება და გავატანთ უბნებს“, – განმარტავს #37–ე ახლციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თეა გავაშელი.

დღესვე, ოლქში შევამავლი უბნები არჩევნებისთვის საჭირო ყველა მასალას მიიღებენ, შემაჯამებელი ოქმებისა და საკონტროლო ფურცლების ჩათვლით.

გარდა ამისა, თითოეულ უბანს, უსინათლო ამომრჩევლებისათვის, ორი ცალი სპეციალური ლინზა გადაეცემა, ხოლო მხედველობის არ მქონე ამომრჩევლებს, ხმის მიცემა სპეციალური მუყაოს გამოყენებით შეეძლებათ, რომელიც მათ საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის გაგებაში დაეხმარება.

იმ უბნებზე კი, სადაც ხმას ეტლით მოსარგებლე შშმ პირები აძლევენ, სპეციალური კაბინა დაიდგმება.

საარჩევნო უბნები ბიულეტენებს დღეს მიიღებენ

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რამდენი და როგორი ბიულეტენი გადაეცემა ამომრჩეველს
ვის ვირჩევთ 21 ოქტომბერს – რამდენი ბიულეტენი დახვდება ამომრჩეველს კაბინაში
ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის  ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო
არჩევნებისთვის სამი სახის 11 მილიონამდე ბიულეტენი დაიბეჭდება
„სამართლიანი არჩევნები“: დარღვევები 15:00 საათის მონაცემებით
ხვალ, 28 ოქტომბერს, სამცხე–ჯავახეთში 213 საარჩევნო უბანი გაიხსნება
ცესკო: N44 ახალციხე–ადიგენის ოლქში ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა დაფიქსირდა