FM97.5 / LIVE

საარჩევნო უბნები რიტუალების სახლებიდან სკოლებში გადავიდა

მთავარიპოლიტიკა 24.10.2013
ახალციხისა და ადიგენის საარჩევნო ოლქებში, საარჩევნო უბნების ნაწილი, შენობების ავარიულობის გამო, ახალ ნაგებობებში განთავსდა.

საარჩევნო უბნები რიტუალების სახლებიდან სკოლებში გადავიდა
#37 ახალციხის საარჩევნო ოლქში 35 საარჩევნო უბანია, აქედან 13 უბანი ქალაქ ახალციხეში, დანარჩენები კი სოფლებში მდებარეობს.

#37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თეა გავაშელი ამბობს, რომ სოფლებში არსებული საარჩევნო უბნების უმეტესობა რიტუალების სახლებსა და ყოფილი საკრებულოს შენობაში იყო განთავსებული. რადგან აღნიშნული შენობები ავარიულ მდგმარეობაშია, უბნები იმავე სოფლების საჯარო სკოლებში გადავიდა.

„გარდა იმისა, რომ შენობები ავარიულია, იქ არ იყო საჭირო ინვენტარი, დენის პრობლემაც გვქონდა. უბნების შეცვლის შესახებ წერილობით მივმართეთ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას და საკრებულოს და გამოგვიყეს ფართი“,- ამბობს თეა გავაშელი.

სოფლები: აგარა, ანდრიაწმინდა, ელიაწმინდა, კლდე, მინაძე, პამაჯი, ურაველი, ფერსა, წყალთბილა და წყრუთი - ის სოფლებია, სადაც საარჩევნო უბნებმა რიტუალების სახლებიდან სკოლებში გადაინაცვლა.

„ორი უბანი ისევ რიტუალების სახლშია გახსნილი, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე ალტერნატიული შენობა არ იყო“, - გვიხსნის გავაშელი.

მისივე თქმით, მისამართი ახალციხეში არსებულმა 32-ე საარჩევნო უბანმაც შეიცვალა. აღნიშნული უბანი თამარაშვილის 5 ნომერში, რესტორან „ტყუპებში“ მდებარეობდა, ახლა კი თამარაშვილის 2 ნომერში, რვასართულიანი კორპუსის პირველ სართულზე გადავიდა.

„კერძო საკუთრება გვქონდა ნაქირავები და 32-ე უბანი იქ გვქონდა განთავსებული. წელს აღნიშნული უბანი თამარაშვილის #2-ში, ისევ ნაქირავებ ფართში გადავიდა“,-ამბობს გავაშელი.

იგივე მიზეზით შეიცვალა მისამართი ადიგენის საარჩევნო ოლქში არსებულმა საარჩევნო უბნებმაც. თუმცა, აქ 18 საარჩევნო უბნიდან ახალ შენობაში მხოლოდ 2 გადავიდა.

„იმის გამო, რომ ბენარის და ბოლაჯურის საარჩევნო უბნები ავარიულ შენობაში იყო განთავსებული, სხვა მისამართზე გადავიდა. ბენარის უბანი იმავე სოფლის სკოლაში, ბოლაჯურის უბანი კი ყოფილი საკრებულოს შენობაში განთავსდა“,-ამბობს #38 ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა მაჭარაშვილი.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ოლქში საარჩევნო უბნების მდებარეობა იცვლება
ასპინძაში ორი საარჩევნო უბნის მისამართი შეიცვალა
რომელ მისამართზეა უბანი, სადაც ხმას აძლევთ – არჩევნები 2020
ცვლილებები ახალქალაქის #40-ე საარჩევნო ოლქში
ხვალ, 28 ოქტომბერს, სამცხე–ჯავახეთში 213 საარჩევნო უბანი გაიხსნება
ახალციხის ოლქში საუბნო კომისია დასაკომპლექტებელი 1 უბანზე დარჩა
საარჩევნო უბნების საზღვრები დაზუსტდა