FM97.5 / LIVE

საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.01.2020
ახალციხეში, მესხეთის ქუჩაზე აზბესტის „შიფერის“ ნამტვრევები კომპანია „მშენ–ბენმა“ ერთი თვის წინ დაყარა. გარემოსდამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ აზბესტის ღია სივრცეში დატოვება დაუშვებელია, რადგან ის არის ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება, რომელიც კიბოთი დაავადების რისკს ზრდის.

საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

ადგილობრივები ამბობენ, რომ მესხეთის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის სახურავის შეცვლა 2019 წლის 16 დეკემბერს დაიწყეს და 27–ში დაასრულეს. სამანქანო გზაზე გამოცვლილი სახურავის ნარჩენები კი ერთ თვეზე მეტია ყრია.

„ასე როგორ შეიძლება? აზბესტის „შიფერი“ ჯანმრთელობისთვის, რომ საშიშია ყველამ ვიცით, რატომ არ გააქვთ?!“, – კითულობს ადგილობრივი გაიანე პეტროსიანი.

მისი თქმით, ადგილობრივებმა ნარჩენების გატანის მოთხოვნით ახალციხის მერიას მიმართეს: „10 იანვარს მერიაშიც მივედით, გვითხრეს შპს „კეთილმოწყობას“ გადავცემთ და გაიტანენო, მაგრამ არ გაუტანიათ“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადეს, რომ საერთო საცხოვრებლებს სახურავი ტენდერში გამარჯვებულმა „მშენ–ბენმა“ შეუცვალა. მათი თქმით, კომპანია სახურავის ნარჩენებს უახლოეს დღეებში გაიტანს. კომპანიაში კი ამბობენ, რომ ქუჩას ნარჩენებისგან ხვალ, 24 იანვარს გაასუფთავებენ: „აქამდე მანქანა გვყავდა გაფუჭებული“.

აზბესტი მსოფლიოს 53 ქვეყანაში აკრძალულია, რადგან კიბოს იწვევს. საქართველოში კი ამ დროისთვის მხოლოდ აზბესტის ბოჭკოს შემოტანა იკრძალება.

გარემოსდამცველი, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ ოფისის დირექტორი ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ აზბესტის შიფერი, რომელიც საშიშია ჯანმრთელობისთვის, ლეგალურ ნაგავსაყრელებზე უნდა განთავსდეს. ამის სპეციალური ნებართვა კი „მყარი ნარჩენების კომპანიას“ აქვს.

ასევე ნახეთ:

ახალციხეში სამშენებლო ნარჩენები გარემოს აბინძურებს - ვინ არის პასუხისმგებელი

საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

[რიმა სარუხანიან, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს
ახალციხეში სამშენებლო ნარჩენები გარემოს აბინძურებს - ვინ არის პასუხისმგებელი [ფოტო/ვიდეო]
სამშენებლო ნარჩენები სასწავლებლის ეზოში – პოლიტიკა თუ უდროობა
მესხეთის ქუჩაზე ‘მწოლიარე პოლიციელის’ განთავსებას ითხოვენ
ადგილობრივი: ახლადშეცვლილი სახურავიდან წვიმა სახლის კედელს ასველებს
ასპინძის საძოვრები ნაგავსაყრელიდან ისევ ბინძურდება
მოქალაქე, რომელმაც ბორჯომში სამშენებლო ნარჩენები მტკვარში ჩაყარა, დაჯარიმდება