FM97.5 / LIVE

ასპინძის საძოვრები ნაგავსაყრელიდან ისევ ბინძურდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.10.2019
ასპინძაში, ნაგავსაყრელიდან ქარისგან წაღებული ცელოფნებით, ბოთლებითა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით საძოვრები ისევ ბინძურდება. ვეტერინარები ამბობენ, რომ ნარჩენები პირუტყვისთვის საშიშია.

ასპინძის საძოვრები ნაგავსაყრელიდან ისევ ბინძურდება

ასპინძა-ახალციხის შემოვლითი გზის მიმდებარედ დანაგვიანებულ საძოვრებზე, „სამხრეთის კარიბჭემ“ მასალა მიმდინარე წლის აპრილში მოამზადა, მას შემდეგ შვიდი თვე გავიდა, მაგრამ, ამ ტერიტორიაზე არაფერი შეცვლილა. ნაგავსაყრელიდან ქარის წაღებული ცელოფნები ისევ ყრია საძოვრებზე.

ვეტერინარის შოთა ყულჯანიშვილის თქმით, ხშირია შემთხვევა, როცა პირუტყვი ცელოფანს ან პოლიეთილენის ბოთლებს ჭამს, კუჭი ვერ ამუშავებს და საქონელი კვდება.

„ეს მხოლოდ ასპინძის პრობლემა არ არის, ყველგან სადაც ესეთი ნარჩენებია გაფანტული, ამიტომ პირუტყვის სიკვდილიანობა დიდია. საქონელს ვიტამინები და მინერალები აკლია, ამიტომ ჭამენ ბოთლებს“,- განმარტავს შოთა ყულიჯანიშვილი.

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ მიმდებარე ტერიტორია თვითმმართველობის მიერ პერიოდულად სუფთავდება, თუმცა ნარჩენები საძოვრებზე მალევე გადადის.

„ამ წელში უკვე რამდენჯერმე გვქონდა დასუფთავების აქცია. ჩვენ „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთანაც“ გვქონდა კონტაქტი, ვუთხარით პრობლემის შესახებ, ისინიც ნარჩენებს როგორც კი მიიტანენ ნაგავსაყრელზე, მაშინვე მიწას აყრიან, მაგრამ არ არის იმ სტანდარტის ნაგავსაყრელი რომ ქარმა არ გადმოიტანოს“, - გვითხრეს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ასპინძის ნაგავსაყრელი, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ დაქვემდებარებაშია, თუმცა რა გეგმები აქვთ, მათ ნაგავსაყრელთან დაკავშირებით, რომ ნარჩენები საძოვრებზე არ გადავიდეს უცნობია, რადგან კომპანიას ვერ დავუკავშირდით.

ასპინძაში, ნაგავსაყრელი დაბიდან დაახლოებით სამ კილომეტრში მდებარეობს.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძის ნაგავსაყრელიდან ქარის წაღებული ცელოფნებით საძოვრები ბინძურდება [Photos]
ასპინძაში ნაგავსაყრელი განახლდა
ახალციხეში განახლებული ნაგავსაყრელი გაიხსნა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ნაგავსაყრელი განახლდა
ახალციხეში ნარჩენების მართვაზე იმსჯელეს
საქართველო მყარი ნარჩენების სეპარირება-გადამუშავებაზე გადადის
ფარავნის ჰესის მიმდებარედ  საძოვრები დაიწვა