FM97.5 / LIVE

მოქალაქე, რომელმაც ბორჯომში სამშენებლო ნარჩენები მტკვარში ჩაყარა, დაჯარიმდება

მთავარისიახლე, სამართალი 10.05.2019
ბორჯომში, მესხეთის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლიდან, სამშენებლო ნარჩენების მტკვარში გადაყრისთვის ერთ პირს 200–დან 300–ლარამდე დაჯარიმება ემუქრება.

მოქალაქე, რომელმაც ბორჯომში სამშენებლო ნარჩენები მტკვარში ჩაყარა, დაჯარიმდება

ვიდეო, რომელშიც მოქალაქე მტკვარში სამშენებლო ნარჩენებს ყრის, ერთ–ერთმა ადგილობრივმა სოციალური ქსელში რვა მაისს გაავრცელა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ფაქტი უკვე შეისწავლეს, მოქალაქეს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს, ჯარიმის ოდენობას კი ახალციხის რაიონული სასამართლო განსაზღვრავს.

„ახსნა –განმარტებაში მოქალაქემ დაწერა, რომ აღნიშნულ ქუჩაზე ერთ–ერთი ადგილობრივის სახლში სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა და მეპატრონის ნებართვის გარეშე სამშენებლო ნარჩენები მტკვარში ჩაყარა. წყლის დაცვის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით შეადგინეს ოქმი, რაც წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრას გულისხმობს“, – განმარტავენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

საქმის მასალები განსახილველად, ახალციხის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება. აღნიშნული სამართალდარღვევა 200-დან 300 ლარამდე საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში სამშენებლო ნარჩენი მდინარეში ჩაყარეს [ვიდეო]
ახალციხის სასაკლაოს საქმეს მდინარის დაბინძურებაზე სასამართლო განიხილავს
ახალციხის ბაზარში მდებარე სასაკლაო მეოთხედ დააჯარიმეს
ახალციხის ბაზარში სასაკლაოს მდინარის დაბინძურებისთვის მეოთხედ დააჯარიმებენ
ახალციხის ბაზარში სასაკლაო ფეკალიებით გარემოს  დაბინძურებისთვის მეორედ დააჯარიმეს
ჯავახეთის დაცულ ტერიტორიაზე ნადირობისთვის სასაზღვრო პოლიციის მაღალჩინოსანი შესაძლოა დაჯარიმდეს
ახალციხეში სამშენებლო ნარჩენები გარემოს აბინძურებს - ვინ არის პასუხისმგებელი [ფოტო/ვიდეო]