FM97.5 / LIVE

სამშენებლო ნარჩენები სასწავლებლის ეზოში – პოლიტიკა თუ უდროობა

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.09.2016
თამარაშვილის ქუჩის N6 ნომერში მდებარე, ახალციხის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი ზურაბ ბერიძე, ქალაქის მერიისგან ფასადების შეღებვისას დაყრილი ნარჩენების გატანას ითხოვს. სასწავლებლის დირექტორი ვარაუდობს, რომ ნაგავი სპეციალურად არ გააქვთ.

სამშენებლო ნარჩენები სასწავლებლის ეზოში – პოლიტიკა თუ უდროობა

ახალციხის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორის თქმით, ნარჩენები ეზოში მას შემდეგ დაიყარა, რაც ქალაქის მერიამ კორპუსის ფასადი შეღება.

„მუშები კორპუსზე რომ იყვნენ ასულები, ნაგავს ზემოდან ისროდნენ და მთელს ეზოში იყრებოდა. თვეზე მეტია ასეა. სწავლა დავიწყე და აქაურობა სულ დანაგვიანებულია“, -ამბობს ზურაბ ბერიძე და ამატებს, რომ ფასადების შეღებვის შემდეგ სხვა კორპუსის ეზოები მოასუფთავეს და კოლეჯის ეზო დატოვეს.

ბერიძის თქმით, კოლეჯის შენობა და ფანჯრებიც საღებავით არის მოსვრილი, მერიას მიმართა და ნარჩენების აღება სთხოვა, თუმცა ტერიტორიაზე ამდრომდე არავინ გამოჩენილა.

ზურაბ ბერიძე ფიქრობს, რომ მერიის შესაბამისმა სამსახურმა ნარჩენები გამიზნულად არ გაიტანა, რადგან შენობაში დამოუკიდებელი დეპუტატის ნუგზარ პარუნაშვილის საარჩევნო შტაბია განლაგებული.

„ეს ტერიტორია კოლეჯისთვის დაქირავებული მაქვს, თუმცა ნუგზარ პარუნაშვილს ეკუთვნის და რადგან მისი შტაბიც აქ არის, არ ასუფთავებენ“, - გვეუბნება ზურაბ ბერიძე.

იმ შემთხვევაში თუ მერია ფასადების შეღებვისგან დატოვებულ ნარჩენებს არ აალაგებს, კოლეჯის დირექტორი სასამართლოში ჩივილით იმუქრება: „მოვიყვან აუდიტს, ავღწერ მიყენებულ ზიანს და სასამართლოში ვუჩივლებ“.

მერიაში აცხადებენ, აღნიშნული ტერიტორიიდან ნაგვის გატანა იმ კომპანიას ევალება, რომელიც ფასადების შეღებვას ახორციელებს და ნარჩენებს უახლოეს დღეებში გაიტანს.

„ბერიძემ, 5 სექტემბერს მოგვმართა წერილობით, რომ ნაგავი გაგვეტანა, მის განაცხადს პასუხი ვადის დაცვით გაეცემა და კომპანია ნარჩენებსაც გაიტანს“, - აცხადებენ მერიაში.

სამშენებლო ნარჩენები სასწავლებლის ეზოში – პოლიტიკა თუ უდროობა

სამშენებლო ნარჩენები სასწავლებლის ეზოში – პოლიტიკა თუ უდროობა

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]
თამარაშვილის N25–ში მცხოვრებლები ეზოდან ნაგვის გატანას ითხოვენ
ახალციხეში ნარჩენებს ჩიხებსა და მდინარის ნაპირებზე ყრიან [Photo]
ნარჩენები და ნაგავი ურავლის ხეობაში [Photo]
დიდიმამიშვილის ქუჩაზე კორპუსის ფასადი შეიღება და ეზოში გზა დაიგო
მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს
ახალციხის მერიის ზედამხედველობის სამსახური განცხადებას ავრცელებს