FM97.5 / LIVE

ადგილობრივი: ახლადშეცვლილი სახურავიდან წვიმა სახლის კედელს ასველებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.01.2020
ახალციხეში მესხეთის ქუჩაზე, ორსართულიან ბინებს სახურავი დეკემბერში შეუცვალეს, ადგილობრივი ამბობს, რომ საწვიმარი ღარი არასწორადაა გაკეთებული და კედელი სველდება.

ადგილობრივი: ახლადშეცვლილი სახურავიდან წვიმა სახლის კედელს ასველებს

„ძველი შიფრები მივაყუდე კედელს, რომ წყალი საძირკველში არ ჩავიდეს. წვიმა საწვიმარ ღარში კი არა კედლებზე ჩამოდის“ , – გვეუბნება მესხეთის ქუჩაზე მცხოვრები შუშან ავაკიანი.

სამშენებლო კომპანია „მშენ–ბენში“ ამბობენ, რომ სახურავები პროექტის მიხედვით გააკეთეს: „ნამი ყველა სახურავიდან ცვივა. მაგათ კედელი ცოტა გამოწეული აქვს და რა გავაკეთო. მე პროექტის მიხედვით გავაკეთე“.

მას შემდეგ რაც თემით „სამხრეთის კარიბჭე“ დაინტერესდა, მესხეთის ქუჩაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მივიდნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ მშენებელი კომპანიის და მერიის ინფრასტრუქტურის თანამშრომლები.

ახალციის მერის მრჩეველი ინფრასტრუქტურის საკითხებში გელვასი გელაძე ამბობს, რომ კომპანიას სახურავი კარგად აქვს გაკეთებული: „სამშენებლო ნორმის დაცვით არის გაკეთებული, ერთ ადგილზე მუხლიდან გასდის და კომპანია იმას გამოცვლის“, – ამბობს გელვასი გელაძე.

მისი თმით, ჯერ კომპანიასთან მიღება–ჩაბარების აქტი გაფორმებული არ არის: „საზედამხედველო ორგანოებიდან პასუხს ველოდებით“.

კომპანია „მშენ–ბენმა“ მესხეთის ქუჩაზე სახურავი რამდენიმე საცხოვრებელ სახლს შეუცვალა.

ადგილობრივი: ახლადშეცვლილი სახურავიდან წვიმა სახლის კედელს ასველებს

[რიმა სარუხანიან, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]
მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს
მესხეთის თეატრის გარდერობსა და ფოიეში წყალი ჩადის
ახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა
„სტიქია არ იყოო, აბა მე გადავხადე  სახლს სახურავი?!“– ახალციხელის ქუჩაზე დახმარებას ითხოვენ
მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ
მესხეთის ქუჩაზე  სასმელი წყლის სინჯები აიღეს