FM97.5 / LIVE

რას ამბობენ მოწმეები ადიგენის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესზე

მთავარისამართალი 22.10.2013
ვინ იცოდა და ვინ არა ტენდერში მონაწილე კომპანიის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ; რას ამბობენ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სატენდერო კომისიის წევრები, რომლებიც მოწმის სახით დაიკითხნენ;

რას ამბობენ მოწმეები ადიგენის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესზე
დღეს, 22 ოქტომბერს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის სიმონ პარუნაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა 3 საათს გაგრძელდა.

სასამართლო პროცესი ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის ყოფილი უფროსის და ერთ-ერთი ბრალდებულის ჯემალ იაკობაძის დაკითხვით დაიწყო. იგი სატენდერო კომისიის წევრად 2008 წელში დაინიშნა. იაკობაძე ბრალდებისა და დაცვის მხარის შეკითხვებს, მოწმის სახით, 1 საათისა და 15 წუთის განმავლობაში პასუხობდა.

რა იცოდა ერთ-ერთმა ბრალდებულმა

დაკითხვა პროკურორმა რევაზ მამარდაშვილმა 2011 წლის 7 აპრილის ტენდერით დაიწყო. მაშინ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ადიგენი 2009“-მ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული, დაახლოებით, 110 საპროექტო სამუშაო შეასრულა და ამისთვის მას 13 500 ლარი ჩაერიცხა. აღნიშნული კომპანიის დამფუძნებელი და 100-პროცენტიანი წილის მფლობელი კი ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილი მთავარი სპეციალისტი და მაშინ სატენდერო კომისიის ერთ-ერთი წევრი გელა აღლემაშვილი იყო.

პროკურორის კითხვაზე, იცოდნენ თუ არა კომისიის წევრებმა, რომ „ადიგენი 2009“-ს ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა, იაკობაძემ უპასუხა: „ვიცოდი. გელას დიდი ხანია ვიცნობ. ისიც ვიცოდი, რომ გელა იყო დამფუძნებელი და 100-პროცენტიანი წილის მფლობელი“.

მისივე თქმით, ის რომ გელა აღლემაშვილი აღნიშნული კომპანიის დამფუძნებელი და 100-პროცენტიანი წილის მფლობელიც იყო მას შემდეგ გაიგო, რაც „ადიგენი 2009“-ს დირექტორმა ზაზა გიგოლაშვილმა სატენდერო კომისიას საკვალიფიკაციო დოკუმენტები მიუტანა, რომლებსაც თან სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი, ანუ ინფორმაცია კომპანიის დამფუძნებელისა და წილის მფლობელის შესახებაც ერთვოდა.

„ამის შესახებ კომისიის სხვა წევრებმაც იცოდნენ?“ - გაუმეორა კითხვა პროკურორმა იაკობაძეს.

„მე პირადად ვიცოდი, სხვებს არ დაუფიქსირებიათ იცოდნენ თუ არა. იქ იდო ამონაწერი, ის ყველამ წაიკითხა და ალბათ იცოდნენ“, - უპასუხა იაკობაძემ.

კითხვა იმის შესახებ, თუ რა მოიმოქმედა იაკობაძემ მას შემდეგ რაც გაიგო, რომ „ადიგენი 2009-“ს ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა და რატომ არ გააპროტესტა ეს, დაცვის მხარის ერთ-ერთმა ადვოკატმა ივანე ტატალაშვილმა დასვა.

„გადაუდებელი და საჭირბოროტო საკთხი იყო, თან ვიცოდი, რომ გელა ყველაფერს ძალიან კარგად გააკეთებდა“, - განაცხადა იაკობაძემ.

პროკურორმა და დაცვის მხარემ იაკობაძე მეორე ეპიზოდის შესახებაც დაკითხეს. აქ საქმე 2012 წლის 11 მაისს ჩატარებულ ტენდერს ეხება, რომელში გამარჯვებული ამჯერადაც „ადიგენი 2009“ გახლავთ. მას ამჯერადაც საპროექტო სამუშაოები უნდა შეესრულებინა, ოღონდ წყალთან დაკავშირებული და ამისთვის 1000 ლარი ჩაერიცხა.

ბრალდების მხარე ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილ თანამშრომლებს კიდევ ერთი, 2012 წლის 7 ივნისს ჩატარებული ტენდერის გამო ედავება. საქმე ეხება შპს „ნამქერს“, რომელსაც დაბა ადიგენსა და მის 7 სოფელში გარე განათება უნდა გაეკეთებინა. ამისთვის აღნიშნულ კომპანიას 54 700 ლარამდე გადაერიცხა. ბრალდების მხარის მტკიცებით, „ნამქერს“ ბოძების რაოდენობა შეცდომით, 49-ის ნაცვლად 149 ჰქონდა დაფიქსირებული. ასევე „ნამქერმა“ გარე განათებისთვის არა თუ ახალი, არამედ მეორადი ბოძები გამოიყენა.

„სამსახურეობრივად ვალდებული იყავით თუ არა, რომ გაცნობოდით „ნამქერის“ დოკუმენტაციის შესაბამისობას სატენდერო პირობებთან?“ - ჰკითხა პროკურორმა იაკობაძეს.

„ვალდებული ვიყავი, მაგრამ კომისიას ეს არ შეუმჩნევია. ამის შესახებ გამოძიება რომ დაიწყო, პირველად გამომძიებლისგან გავიგე“, - უპასუხა იაკობაძემ.

რა შეცდომა გაეპარა გამგებლის თანაშემწეს

იაკობაძის შემდეგ დარბაზში მოწმის სახით დასაკითხად ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის თანაშემწე ლაზარე ჩილინგარიშვილი გამოიძახეს.

მან „ნამქერის“ ეპიზოდთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 49 ბოძის ნაცვლად დაფიქსირებული ნამდვილად 149 იყო, თუმცა, ეს იყო მექანიკური შეცდომა: „რომელიც მე პირადად გამეპარა. თუ ამ შეცდომას აღმოვაჩენდით, მაშინ მოვითხოვდით ხარჯთაღრიცხვის დაზუსტებას, ეს ხარვეზი გასწორდებოდა და ამით სხვა არაფერი შეიცვლებოდა, ანუ სამუშაო ჩვეულებრივ შესრულდებოდა“.

ადიგენის გამგეობის იურისტი: „რომ მცოდნოდა კანონს ვარღვევდი, ვიტყოდი“

ბოლო მოწმე, რომელიც დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა, სატენდერო კომისიის ერთ-ერთი წევრი და ამჟამად ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურისტი ზაზა ძინძიბაძე იყო.

ისევე როგორც იაკობაძემ, მანაც „ადიგენი 2009“-ს დამფუძნებლისა და 100-პროცენტიანი წილის მფლობელის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც აღნიშნულ კომპანიას საკვალიფიკაციო დოკუმენტების წარმოდგენა მოსთხოვეს.

„აცნობიერებდით, რომ გელა ინტერესთა კონფქლიტში იყო?“ - ჰკითხა პროკურორმა ძინძიბაძეს.

„რომ მცოდნოდა კანონს ვარღვევდი, ვიტყოდი. მაგრამ, მაქსიმუმი, რაც მაშინ შეიძლება გაგვეკეთებინა, იყო ის, რომ გელა აღლემაშვილს მოვთხოვდით სხდომა დაეტოვებინა. გელა ოქმზე ხელს მოაწერდა თუ არა, ამით მაინც არაფერი შეიცვლებოდა, - განაცხადა გამგეობის იურისტმა და დაამატა, - ვადასტურებ, რომ ინტერესთა კონფლიქტი გაგვეპარა, მაგრამ ეს არ არის ამ კომპანიის დისკვალიფიკაციის საფუძველი“.

გამგებლის ადვოკატი: „ეს ადმინისტრაციული გადაცდომაა და არა სისხლის სამართლის საქმე“

ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის სიმონ პარუნაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, იმ ტენდერების შემდეგ შესრულებული სამუშაოებით, რომელთა გამოც ბრალდება გამგეობის თანამშრომლებს ედავება, რაიონისთვის ბევრი სასარგებლო რამ გაკეთდა და ამიტომ აპელირება იმაზე, რომ თითქოს ინტერესთა კონფლიქტის გამო ვინმეს, ან რაიმეს ზიანი მიადგა, უსაფუძვლოა.

„ინტერესთა კონფლიქტი ეს მაქსიმუმ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული გადაცდომა და არა სისხლის სამართლის საქმე“, - გვითხრა ბასილაიამ.

რაც შეეხება „ნამქერის“ ეპიზოდს, მისი განმარტებით, აქ ბრალდების მხარე ციფრებით მანიპულირებს: „რეალურად, ტენდერით გათვალისწინებული პირობები შესრულდა. ამასთან ერთად, მიმწოდებელმა ორგანიზაცაიმ, ანუ შპს „ნამქერმა“ მიიღო იმაზე ნაკლები თანხა, ვიდრე შესყიდვის სავარაუდო ღრებულება იყო. სავარაუდო ღირებულება 55 755 ლარი გახლდათ და მას 54 000 ლარი ჩაერიცხა“.

პარუნაშვილის სასამართლო პროცესი 15:00 საათზე დასრულდა და მომავალი სხდომა 12 ნოემბრისთვის ჩაინიშნა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რას ამბობენ ბრალდების მხარის მოწმეები ადიგენის გამგებლის საქმეზე
პროკურორის საბოლოო სიტყვა ადიგენის გამგებლის საქმეზე
დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვები ადიგენის ყოფილი გამგებლის პროცესზე
ადიგენის ყოფილი გამგებლის დღევანდელ პროცესზე მოწმეები დაიკითხნენ
ადიგენის  ყოფილი გამგებლის „საქმის ავტორის“ ორსაათიანი დაკითხვა
დარჩიაშვილი: 'ხის თავი უნდა გქონდეს ადამიანს, რომ ამ საქმეში პოლიტიკური სარჩული ვერ დაინახო'
რას ჰყვებიან მუშები ადიგენის გამგებლის სასამართლო პროცესზე