FM97.5 / LIVE

დავით ბაქრაძე:'უდეში ჩამოსვლით შეცდომა გამოვასწორე'

მთავარიპოლიტიკა 22.10.2013
რატომ ამოირჩია დავით ბაქრაძემ ადიგენის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებთან შესახვედრად სოფელი უდე და რა კონტექსტში მოიხსენია სოფლის ორი მკვიდრი, ორივე "ნაციონალი" და ორივე ყოფილი ხელისუფლების წევრი, რომელთა მიმართაც სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

დავით ბაქრაძე:'უდეში ჩამოსვლით შეცდომა გამოვასწორე'
რაიონული ცენტრის, ადიგენის ნაცვლად, „ნაციონალების“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ამომრჩეველებს ვანო მერაბიშვილის მშობლიურ სოფელში, უდეში შეხვდა.

„ამ რაიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი სოფელია. საქართველოში ძალიან ბევრ სოფელში ვარ ნამყოფი, უდეში არ ვიყავი და ჩათვალეთ, რომ ჩემი შეცდომა გამოვასწორე“,-განუცხადა დავით ბაქრაძემ „სამხრეთის კარიბჭეს“.

ბაქრაძემ ადგილობრივებს ამ სოფლის მკვიდრი ორი დაპატიმრებული ადამიანის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის სიმონ პარუნაშვილის საქმეები შეახსენა და აღნიშნა, რომ არცერთი მათგანის მიმართ საქმე არ უნდა აღძრულიყო.

„დღეს ქვეყანას ღირსეული პოლიცია გვყავს. ადამიანი, რომელიც ასეთ პოლიციას შეუქმნის ქვეყანას, არ შეიძლება ციხეში ჩასვა, იმიტომ რომ შენი პოლიტიკური ოპონენტია. არ არის ეს კარგი ქვეყნისთვის. გული მწყდება იმის გამო, რომ მერაბიშვილს დღეს თავის მართლება უწევს იმ ხალხის წინაშე, ვისაც აგური აგურზე არ დაუდევს ქვეყნისთვის. დღეს ამ სოფლში ვარ და არ შემიძლია კიდევ ერთხელ არ ვუთხრა გამხნევების სიტყვები ვანოს, იმიტომ რომ მისი გაკეთებული საქმე ამ ქვეყანაში არის და კიდევ დიდხანს იქნება. ამიტომ გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც მსგავს ფაქტებს არ დაუშვებს ქვეყანაში. არ შეიძლება გაკეთებული საქმის გამო დაიჭირო ადიგენის გამგებელი, რომელსაც მერე ბრალსაც ვერ მოუძებნი და გამოუშვებ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, ვანო მერაბიშვილს სისხლის სამართლის სამი მუხლით (ამომრჩევლის მოსყიდვა, მითვისება/გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) ედება ბრალი, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სიმონ პარუნაშვილს კი, რომელიც მიმდინარე წლის 27 აგვისტოს დააკავეს და 3000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დავით ბაქრაძე უდეში მცხოვრებლებს: 'მადლობა, რომ შეინარჩუნეთ რწმენა და ღირებულება’
ბაქრაძე მერაბიშვილის მშობლიურ სოფელში, უდეში ამომრჩევლებს შეხვდა
დავით ბაქრაძე: ხალხს არ სჭირდება დაკეტილი რაბათი
ვანო მერაბიშვილის სოფელში არჩევნები ბაქრაძემ მოიგო
ვანო მერაბიშვილის თანასოფლელები: ‘ვანო მართალი კაცია, სასამართლოს შეგნებულად აჭიანურებენ'
ვანო მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
უდეს მცხოვრები:'კისრიდანაც რომ დამკიდონ, მაინც ვიტყვი, რომ 'ნაციონალების' მხარდამჭერი ვარ'