FM97.5 / LIVE

'ნაციონალებმა’ ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი წარადგინეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 11.06.2016
დღეს, 11 ივნისს, ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლის სკვერში შეკრებილმა „ნაცმოძრაობის“ ლიდერებმა, ამომრჩევლებს ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილი წარუდგინეს.

'ნაციონალებმა’ ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი წარადგინეს

„დიდი წარდგენა ვაჟას არ სჭირდება. მე მახსოვს, რომ 4 წლის წინაც ზუსტად ამ სკვერში წარვადგინეთ ვაჟა და ეს კარგად გვაქვს დაცდილი“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, ახალციხეში დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, დავით ბაქრაძე და ნიკა მელია იმყოფებიან. ისინი ოფიციალურად ასახელებენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს.

შეხვედრა ღია ცის ქვეშ, შოთა რუსთაველის ძეგლთან მიმდინარეობს.

ვაჟა ჩიტაშვილის წარდგენის შემდეგ, შეკრებილებს "ნაციონალური მოძრაობის" ახალმა სახემ, ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა ოთო კახიძემ მიმართა. მან ისაუბრა იმის შესახებ, რომ 14 ივნისს, სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.

"ვანო შენი მშობლიური კუთხიდან, შენი აშენებული რაბათის წინ, შენი მშობლების, მეგობრების და თანამებრძოლების წინ ვდგავარ და გამცნობბ რომ 14 ივნისს, სტრასბურგის სასამართლო გამოაცხადებს თავის გადაწყვეტილებას ვანო მერაბიშვილის საქმეზე.მე ძალიან დიდხანს ველოდებოდი ამ დღეს. მოგეხსენებათ გამოთქმა, "სამართალი ურმით დადისო", მე მინდა ვუთხრა ყველა გულშეატკივარს, რომ სიმართლე აუცილებლად იზეიმებს და ჩვენ აუციებლად გავიმარჯვებთ", – მიმართა შეკრებილებს კახიძემ. შემდეგ კი ვაჟა ჩიტაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ოთო კახიძის შემდეგ, ტრიბუნა ნიკა მელლიამ დაიკავა. მელია ამომრჩევლებს ამ წუთებში მიმართავს.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადვოკატი მერაბიშვილს: შენი მშობლიური კუთხიდან გამცნობ, სამართალი იზეიმებს [Video]
სტრასბურგის სასამართლო ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას  გამოაქვეყნებს
ვაჟა ჩიტაშვილი: ჩვენ დავკარგეთ 4 წელი, მაგრამ არ დაგვიკარგავს იმედი
'ნაციონალები' ასპინძისა და ბორჯომის მაჟორიტარს წარადგენენ
‘ნაციონალები’ ხვალ სამცხე–ჯავახეთის მაჟორიტარებს წარადგენენ
რატომ ატირდა ვანო მერაბიშვილის დედა 'ნაციონალების' შეხვედრაზე
ვანო მერაბიშვილის სოფელში არჩევნები ბაქრაძემ მოიგო