FM97.5 / LIVE
დაკეტილი ობიექტები და ძლიერი ქარის დროს გადახდილი სახურავიც ახსენა. მისი თქმით, ის რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოხდა, "აშენებულის ნგრევაა".">

დავით ბაქრაძე: ხალხს არ სჭირდება დაკეტილი რაბათი

მთავარიპოლიტიკა 22.10.2013
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ახალციხეში ამომრჩეველს შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო. შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ ახალციხის ციხეში დაკეტილი ობიექტები და ძლიერი ქარის დროს გადახდილი სახურავიც ახსენა. მისი თქმით, ის რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოხდა, "აშენებულის ნგრევაა".

დავით ბაქრაძე: ხალხს არ სჭირდება დაკეტილი რაბათი
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ახალციხელ ამომრჩეველს მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში შეხვდა. დავით ბაქრაძემ მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა.

„ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ, ქვეყანაში ისეთი რაღაცეები მოხდა, რასაც ვერ წარმოვიდგენდით. ახლა მეუბნებოდნენ, რომ ახალციხეში სახურავის გადახურვისთვის სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და გამოძიება მიდის სახურავი რატომ შეცვალეო. სახურავის შეცვლას და ქალაქის გალამაზებას ედავებოდე მთავრობას, გაგიგიათ ასეთი რამე? ვანო მერაბიშვილი დაჭერილი იყოს და იმას ედავებოდე, რაც ამ რაიონისთვის, რეგიონისთვის, ამ ხალხისთვის გააკეთა, გაგიგიათ ასეთი რამე? მაგრამ ეს ყველაფერი ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოხდა და მთავარი ის არის, რომ ჩვენ ღირსეულად გადავიტანეთ ყველაზე რთული და წინ აუცილებლად გველოდება გამარჯვება და უკეთესობა, - განაცხადა დავით ბაქრაძემ ახალციხეში ამომრჩეველთან შეხვედრის დროს.

პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ როცა მთავრობა იჭერს ვანო მერაბიშვილს იმისთვის, რომ საქმე გააკეთა, ეს ნიშნავს, რომ მაშინ თავად აღარაფერს გააკეთებს: თუ იჭერ ადამიანს, იმისთვის, რომ სახურავი გადახურა ახალციხის ცენტრში, ეს ნიშნავს, რომ შენ ხარ მთავრობა, რომელიც აღარ აპირებ იმ სახურავის გადახურვას. ქვეყანას ისეთი პრეზიდენტი სჭირდება, რომელიც საქმის გამკეთებელ ადამიანებს კი არ დაიჭერს, არამედ მათ დააფასებს“.

მისივე თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთავრობა ლანძღვაზე, მუქარასა და დაპირისპირებაზეა გადასული.

„ამ დაპირისპირებაში ჩვენ გვავიწყდება მთავრი, რომ ხალხს სჭირდება გაკეთებული საქმე. ხალხს და ქვეყანას არ სჭირდება გაჩერებული და დაკეტილი რაბათი, არ სჭირდება შეჩერებული ახალციხის ცენტრის რეაბილიტაცია. ყველაზე მნიშვნელოვანია არის ის, რომ აშენებული კი არ დაინგრეს, არამედ დანგრეული აშენდეს. იმიტომ, რომ რაც ამ ერთ წელიწადში ხდება აშნებულის ნგრევაა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ქვეყანას ისეთი პრეზიდენტი და მთავრობა უნდა ჰყავდეს, რომელიც მაღაზიებს და რესტორნებს არ დაკეტავს და ამით ადგილობრივ მოსახლეობას შემოსავლის წყაროს არ შეუწყვეტს.

„თქვენ ჩემზე კარგად იცით, რომ რაბათში დახურულია მაღაზიებიც და რესტორნებიც. მთავრობამ ეს მაღაზიები და რესტორნები კი არ უნდა დახუროს, ეს ცენტრი კი არ უნდა გააჩეროს და საქმე კი არ უნდა აღძრას, სახურავი რომ გადახურეს ამის გამო დაგიჭერთო. პირიქით, მეტი ობიექტი უნდა გახსნას, მეტი სახურავი უნდა გადახუროს, ეს არის მთავრობის მოვალეობა და პრეზიდენტიც ისეთი უნდა იყოს, რომელიც გაკეთებულს და აშენებულს შეინარჩუნებს, სადაც შესაძლებელია იქ პასუხს მოსთხოვს მთავრობას და საქმეს გააკეთებინებს“, - აღნიშნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა.

ახალციხეში შეხვედრის დასრულების შემდგომ დავით ბაქრაძე ამომრჩეველს ვანო მერაბიშვილის მშობლიურ სოფელში უდეში შეხვდა.

დავით ბაქრაძე: ხალხს არ სჭირდება დაკეტილი რაბათი

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დავით ბაქრაძესთან შესახვედრად მოსახლეობა სოფლებიდანაც ჩამოვიდა
ვანო მერაბიშვილის სოფელში არჩევნები ბაქრაძემ მოიგო
დავით ბაქრაძე უდეში მცხოვრებლებს: 'მადლობა, რომ შეინარჩუნეთ რწმენა და ღირებულება’
დავით ბაქრაძე:'უდეში ჩამოსვლით შეცდომა გამოვასწორე'
ბაქრაძე მერაბიშვილის მშობლიურ სოფელში, უდეში ამომრჩევლებს შეხვდა
დავით ბაქრაძე აწყურისა და ხიზაბავრის მოსახლეობას შეხვდა
ახალციხის ოლქში ოთხ უბანზე დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა