FM97.5 / LIVE

უდეს მცხოვრები:'კისრიდანაც რომ დამკიდონ, მაინც ვიტყვი, რომ 'ნაციონალების' მხარდამჭერი ვარ'

მთავარიპოლიტიკა 22.10.2013
სოფელ უდეში დავით ბაქრაძის დასახვედრად შეკრებილი ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალ ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია, ამიტომ, ბაქრაძის გამარჯვებაში დარწმუნებული არიან.

უდეს მცხოვრები:'კისრიდანაც რომ დამკიდონ, მაინც ვიტყვი, რომ 'ნაციონალების' მხარდამჭერი ვარ'
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის მხარდასაჭერად მოქალაქეები რამდენიმე სოფლიდან შეიკრიბნენ.

„იმიტომ შევიკრიბეთ, რომ გვინდა დავით ბაქრაძემ გაიმარჯვოს და გახდეს ჩვენი პრეზიდენტი, რადგან კარგი ადამიანია. არცერთი სხვა კანდიდატის წინასაარჩევნო პროგრამას არ ვიცნობ და არც მაინტერესებს. სადაც არ უნდა იყოს, წავალ და ბაქრაძეს მივცემ ხმას“, - გვითხრა სოფელ უდის მკვიდრმა ზოია აღოშაშვილმა.

ადგილობრივები დღეს ხელისუფლების მუშაობას აკრიტიკებდნენ და ამბობდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდს მხარს არ დაუჭერენ, რადგან ივანიშვილმა ხალხისთვის მიცემული პირობა არ შეასრულა.

„ოცნებას“ არაფერი გაუკეთებია და მათი ბევრი დანაშაულიც ვიცით. თუ მოვიდა, დაპირება მოგვცა, ახლა სად მიდის?! ჯერ გააკეთა რამე? რატომ უნდა წავიდეს?“ - უკვირს ალექსი მერაბიშვილს.

ასევე სოფელი უდეს მცხოვრები ელისო თათოშვილი ფიქრობს, რომ მოსახლეობას ხელისუფლების ეშინია და ამიტომ დღეს შეხვედრაზე მოსვლისგან ბევრმა თავი შეიკავა: „ამხელა სოფელია და ძალიან ცოტა ხალხი გამოვიდა, შიში აქვთ ახალი ხელისუფლების. მე არ ვმალავ, რომ ბაქრაძეს ვუჭერ მხარს. კისრიდანაც რომ დამკიდონ, მაინც ვიტყვი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ვარ“.

სოფელ უდეში ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის ვიზიტი დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. შეხვედრა საქართველოს ჰიმნით დასრულდა.

შეგახსენებთ, მესხეთში ვიზიტად მყოფი „ნაციონალების“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ამომრჩეველებს ვანო მერაბიშვილის მშობლიურ სოფელში, უდეში შეხვდა და ხალხს ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დავით ბაქრაძე უდეში მცხოვრებლებს: 'მადლობა, რომ შეინარჩუნეთ რწმენა და ღირებულება’
დავით ბაქრაძესთან შესახვედრად მოსახლეობა სოფლებიდანაც ჩამოვიდა
ვანო მერაბიშვილის სოფელში არჩევნები ბაქრაძემ მოიგო
დავით ბაქრაძე:'უდეში ჩამოსვლით შეცდომა გამოვასწორე'
ბაქრაძე მერაბიშვილის მშობლიურ სოფელში, უდეში ამომრჩევლებს შეხვდა
დავით ბაქრაძე: ხალხს არ სჭირდება დაკეტილი რაბათი
ენმ არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაში მხარს დავით ბაქრაძეს დაუჭერს