FM97.5 / LIVE

დავით ბაქრაძის დახურული შეხვედრა მესხეთში

მთავარიპოლიტიკა 25.02.2016
დღეს, 25 თებერვალს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე, ადიგენის, ახალციხისა და ასპინძის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, ჯერ ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, შემდეგ პარტიის აქტივისტებს.

დავით ბაქრაძის დახურული შეხვედრა მესხეთში

ადგილობრივ მოსახლეობას დავით ბაქრაძე ბორჯომსა და ვალეში შეხვდა. ვალეში გამართულ შეხვედრას მედია არ დასწრებია.

ჟურნალისტები არც მოგვიანებით, ახალციხეში, პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრას დასწრებიან. განმარტებები ახალციხეში შეხვედრის დაწყებამდე გაკეთდა. პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მესხეთში სამუშაო ვიზიტით არიან და შესაბამისად, შეხვედრა დახურულია.

„ძალიან რთული ვითარებაა, ბევრი სოციალური პრობლემაა, მოსახლეობას აწუხებს სოციალური დახმარებების გაუქმება. რეგიონში განვთარების ტემპი პრაქტიკულად არ არსებობს. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, გადავხედავთ და აღვუდგენთ დახმარებებს ყველას, ვისაც ბოლო ორი წლის განმავლობაში დახმარება მოუხსნეს“, – აცხადებს დავით ბაქრაძე. აქვე, იგი ირწმუნება, რომ მათი ვიზიტი მოახლოებულ არჩევნებს არ უკავშირდება და ადგილობრივების პრობლემების მოსმენას წინასაარჩევნო კამპანიასთან საერთო არაფერი აქვს.

ბაქრაძესთან ერთად მესხეთს სტუმრობდნენ საპარლამენტო უმცირესობის წევრები, ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატები.

„აქამდე სამცხე–ჯავახეთი მთლიანად გადიოდა მაღალმთიან დასახლებაში, დაიჩეხა რაიონი. ის სოფლები, რომლებიც შედარებით მაღლა იმყოფება, მეტი სოციალური პრობლემა აქვს და ნაკლებმიწიანია, არ გავიდა მაღალმთიან დასახლებაში. მაგალითად, სოფელი უდე იმიტომ არ გაიყვანეს, რომ დიდი სოფელია, იქ არის საწარმოები და ხალხია დასაქმებული, ამ შემთხვევაში იძულებული იქნებოდნენ მოეხსნათ საშემოსავლო. მსგავსი ვითარებაა დაბა ადიგენშიც“, – ამბობს ზურაბ ჩილინგარაშვილი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები განმარტავენ, რომ უახლოეს მომავალში მსგავს შეხვედრას რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გამართავენ.

დავით ბაქრაძის დახურული შეხვედრა მესხეთში

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დავით ბაქრაძესთან შესახვედრად მოსახლეობა სოფლებიდანაც ჩამოვიდა
ენმ–ს დახურული შეხვედრა ახალციხეში
დავით ბაქრაძე უდეში მცხოვრებლებს: 'მადლობა, რომ შეინარჩუნეთ რწმენა და ღირებულება’
"ევროპული საქართველოს" ლიდრები ახალციხეში შეხვედრას გამართავენ
დავით ბაქრაძე აწყურისა და ხიზაბავრის მოსახლეობას შეხვდა
გელა დემეტრაძე:'დავით ბაქრაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი აქვს'
'ნაციონალური მოძრაობის' ლიდერები ახალციხეში შეხვედრას გამართავენ