FM97.5 / LIVE

დავით ბაქრაძე აწყურისა და ხიზაბავრის მოსახლეობას შეხვდა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 29.08.2018
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე სამცხე–ჯავახეთის სოფლებში მოსახლეობას ხვდება.

დავით ბაქრაძე აწყურისა და ხიზაბავრის მოსახლეობას შეხვდა

დავით ბაქრაძე ახალციხის სოფელ აწყურში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატი პენსიონერებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

პარტიის ინფორმაციით, შეხვედრისას ადგილობრივებმა ყურადღება მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ ფონზე გაამახვილეს და განაცხადეს, რომ მათი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა,რომელიც მედიკამენეტნებისა და საყოფაცხოვრებო პროდუქტის შესაძენად არ ყოფნით.

ბაქრაძემ პენსიონერებს საკუთარი პროგრამის ის მიმართულება გააცნო, რომელიც პენსიის 50 ლარით გაზრდას ითვალისწინებს – "ქვეყანაში არის 700 ათასი ადამიანი, რომლის არსებობაც დამოკიდებულია პენსიაზე და პენიონერისთვის შეიძლება 50 ლარით გაზრდილი პენსია გადამწყვეტი აღმოჩნდეს, იმ წამლის საყიდლად, რომელმაც შეიძლება გადარჩინოს მისი სიცოცხლე".

აწყურის შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატი ასპინძის სოფელ ხიზაბავრის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ადგილობრივებმა სასოფლო–სამურნეო ტექნიკის სიმცირეზე ისაუბრეს. მათი თქმით, ამის გამო მოსახლეობას მოსავლის აღება უჭირს.

"ქართულ სოფელ დღეს ბევრი პრობლემა აწუხებს და პრეზიდენტის ერთ–ერთი პრიორიტეტი სწორედ ფერმერების, გლეხების დახმარება უნდა იყოს", – აღნიშნა ბაქრაძემ.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დღეს, 29 აგვისტოს, ქალაქ ახალციხესა და მუნიციპალიტეტის სოფლებში "ევროპული საქართველოს" ე.წ. მოძრავი შტაბი ჩამოვა, რომლის მეშვეობითაც, პარტია ადგილობრივებს საკუთარი მუშაობის გეგმას გააცნობს, მოსახლეობას კი საშუალება ექნება მათთვის პრობლემური საკითხების შესახებ, პარტიის წევრებს მიმართოს.

დავით ბაქრაძე აწყურისა და ხიზაბავრის მოსახლეობას შეხვდა


[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ზაზა მელიქიძე სოფელ აწყურის მოსახლეობას შეხვდა [R]
დავით ბაქრაძე ‘მოძრავ შტაბთან’ ერთად  სამცხე–ჯავახეთში შეხვედრებს მართავს
ასპინძის მერობის კანდიდატი სამი სოფლის მოსახლეობას შეხვდა  [R]
სალომე ზურაბიშვილი სოფელ ყარაჯალას მოსახლეობას შეხვდა[R]
დავით ბაქრაძე სხვილისში სტიქიით დაზარალებულებს შეხვდა
ასპინძის მერობის კანდიდატი ჭობარეთის, ძველის, ორგორასა და საყუდაბელის მოსახლეობას შეხვდა [R]
ასპინძის მერობის კანდიდატი სოფელ ფიას, თმოგვის, მირაშხანისა და ნაქალაქევის მოსახლეობას შეხვდა [R]