FM97.5 / LIVE

ახალციხის ოლქში ოთხ უბანზე დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა

მთავარიპოლიტიკა 28.10.2013
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, N37 ახალციხის ოლქის 35 საარჩევნო უბნიდან, 4 უბანზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა, აქედან ორი უბანი, "ნაციონალების" მაჟორიტარი დეპუტატის, ვაჟა ჩიტაშვილის მშობლიურ ქალაქში მდებარეობს.

ახალციხის ოლქში ოთხ უბანზე დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა
დავით ბაქრაძემ გიორგი მარგველაშვილს N9 ვალეს, N11 ვალეს (მეორე შახტა), N20 სვირის და N34 სხვილისის საარჩევნო უბნებზე აჯობა.

N9 ქალაქ ვალის უბანზე დარეგისტრირებული 1 700 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 662-მა ადამიანმა მიიღო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ 325 ხმა მიიღო. კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა კი 278.

N11 ქალაქ ვალის საარჩევნო უბანზე, რომელიც ეგრეთ წოდებულ მეორე შახტის დასახლებაში მდებარეობს, 320 ამომრჩევლიდან არჩევანი 171-მა ამომრჩეველმა გააკეთა. N11 უბანზე დავით ბაქრაძემ 81 ხმა მიიღო, გიორგი მარგველაშვილმა კი 78.

N20 სვირის საარჩევნო უბანზე დარეგისტრირებული 688 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 385-მა ამომრჩეველმა მიიღო. აქედან დავით ბაქრაძეს 195-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, მარგველაშვილს კი 130-მა.

N34 სხვილისის საარჩევნო უბანზე დარეგისტრირებული 466 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 262-მა ამომრჩეველმა მიიღო. დავით ბაქრაძემ 115 ხმა, მარგველაშვილმა კი 98 ხმა მიიღო.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვანო მერაბიშვილის სოფელში არჩევნები ბაქრაძემ მოიგო
ახალციხის ოლქში ორ უბანზე ბაქრაძეს ბურჯანაძემ აჯობა
ახალციხის ერთ უბანზე მარგველაშვილმა ბაქრაძეს ერთი ხმით მოუგო
ასპინძის საარჩევნო ოლქში მარგველაშვილმა გაიმარჯვა
ნინოწმინდაში მეორე ადგილზე ნინო ბურჯანაძე გავიდა
ახალციხის N1 უბანზე მარგველაშვილმა ბაქრაძეს 91 ხმით აჯობა
ვანო მერაბიშვილის მშობლიურ სოფელში ერთი უბანი ბაქრაძემ მოიგო