FM97.5 / LIVE

სოფელ ყვიბისში, პერიოდულად, მდინარის გაუფილტრავ წყალს სვამენ [Video]

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 27.03.2018
ბორჯომში, სოფელ ყვიბისში, სასმელი წყლის სათავე ნაგებობაში, პერიოდულად, მდინარე ყვიბისურას გაუფილტრავად უშვებენ, რაც მის დაბინძურებას იწვევს. გასულ კვირას სათავე ნაგებობასთან მეწყერიც ჩამოწვა და ადგილობრივების ონკანებში ტალახიანი წყალი წამოვიდა.

სოფელ ყვიბისში, პერიოდულად, მდინარის გაუფილტრავ წყალს სვამენ [Video]

ყავისფერი წყალი სოფელში მცხოვრები 800 ოჯახის ონკანში, ერთი კვირა მოდიოდა. სოფელში ამბობენ, რომ ეს წყალი არც სასმელად ვარგოდა და არც ტექნიკური მოხმარებისთვის. მინარევებმა კი ბევრს წყლის ელექტროგამაცხელებლები გაუფუჭა.

„დღეს ცოტა გაიწმინდა, მაგრამ მისი დალევა მაინც არ შეიძლება“, – ამბობს ყვიბისში მცხოვრები ია რაზმაძე.

მერის წარმომადგენელი სოფელ ყვიბისში ზაზა კურტანიძე გვიხსნის, რომ წყალშემკრები მეწყერმა დააზიანა: „ორი დღე წვიმდა, მიწა ჩამოწვა და სათავე მწყობრიდან გამოვიდა. ცუდი რელიეფია, ტექნიკა ვერ მიდის. შესასვლელი ნაწილობრივ გავწმინდეთ და მუშაობას ისევ ვაგრძელებთ“.

ახლა ყვიბისელების ონკანებში ტალახიანი წყალი აღარ მოდის, მაგრამ, მთავარი პრობლემა ყვიბისისთვის ეს არ არის.

„სათავე ნაგებობა არის უნიკალური, საუკეთესოდ გაფილტრულ წყალს ვღებულობთ, მაგრამ 24 საათში შეკრებილი წყალი ექვს საათში იცლება, ამაშია პრობლემა. როცა 400 ტონა წყალს დაცლიან ექვს საათში, შემდეგ წყალს ითხოვენ და ითხოვენ აგრესიულად. ამიტომ, იძულებული არიან გაუფლიტრავი წყალი გაუშვან სოფელში და 18 საათი მიდის ნაგავი წყალი“, – ამბობს ბორჯომის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსიზურაბ ქიტიაშვილი.

მდინარის წყლის გაუფილტრავად გაშვება ზაზა კურტანიძემ ჯერ დაადასტურა, შემდეგ კი უარყო: „სოფლის ქვედა ნაწილი თანახმაა გაფილტრული წყალი ჰქონდეს გრაფიკით. ზედა ნაწილი ამბობს, არ მაინტერესებს გაფილტრული წყალი, იყოს მღვრიეო. როგორ მოვიქცეთ?! თუ ავზი არ შევავსეთ, მოსახლეობა წყალს ვერ მიიღებს“.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლების წყალმომარაგება ააიპ–ი „ბორჯომის სოფლის წყლის“ კომპეტენციაა. ააიპ–ის ხელმძღვანელი გიორგი ოქრუაშვილი გვიდასტურებს, რომ ყვიბისის მოსახლეობა გაუფილტრავ მდინარის წყალს მოიხმარს. ქიტიაშვილისა და კურტანიძის მსგავსად, ოქრუაშვილიც ამას დგილობრივებს აბრალებს: „მოსახლეობა გაფრთხილებულია, რომ მოდის ტექნიკური წყალი. ეს არის მათივე მოთხოვნა. ხალხსაც არ გაემტყუნება, წყალი უნდა“.

სოფელ ყვიბისში სათავე ნაგებობა 2016–2017 წლებში შეაკეთეს. სამუშაოები 400 000 ლარი დაჯდა. ზურაბ ქიტიაშვილი ამბობს, რომ ახლა სოფლის დაქსელვა და გამრიცხველიანება იგეგმება და ამან შეიძლება პრობლემა ნაწილობრივ მოაგვაროს – წყლის მოხმარება შემცირდება, სარწყავად აღარ გამოიყენებენ და დებეტი საკმარისი იქნება. მარაგის გასაუმჯობესებლად სათავე ნაგებობასთან სოფლის პატარა წყაროების მიერთებაც იგეგმება, თუმცა, ესეც ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა.

ნახეთ ვიდეო, როგორი წყალი მოდიოდა სოფელ ყვიბისში გასულ კვირას. ვიდეო სოციალურ ქსელში მერი ბლიაძემ 23 მარტს გამოაქვეყნა.




[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ ყვიბისში მეწყერისგან დაზიანებული წყლის მილი შეაკეთეს
სოფელ ყვიბისში დაბინძურებული წყალი მოდის [ვიდეო]
ახალდაბას გაფილტრული წყალი ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ ექნება
სოფელ კლდეში მოსახლეობის ნაწილს 4 თვეა სასმელი წყალი არ აქვს [ვიდეო]
სამი წყაროს იმედად

სოფელ საროში სასმელად უვარგისი წყალი მოდის
სოფელ მუგარეთში დაბინძურებული წყალი მოდის [Video]