FM97.5 / LIVE

ახალციხეში, გამოსაშვებ გამოცდებზე, 280-დან 42 მოსწავლე ჩაიჭრა

მთავარისაზოგადოება » განათლება 21.10.2013
ქალაქ ახალციხის საჯარო სკოლების 280 უფროსკლასელიდან გამოსაშვებ გამოცდებზე მინიმალური ზღვარი 42-მა მოსწავლემ ვერ გადალახა.საჯარო სკოლების დირექტორები ამბობენ, რომ მოსწავლეებს ყველაზე მეტად ფიზიკის გამოცდა გაუჭირდათ.

ახალციხეში, გამოსაშვებ გამოცდებზე,  280-დან 42 მოსწავლე ჩაიჭრა
მეხუთე საჯარო სკოლაში 92 მოსწავლიდან გამოცდებზე 17 მოსწავლე ჩაიჭრა, ამათგან, 9-ფიზიკაში. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ნანა დათაშვილის განმარტებით, ადმინისტრაციამ გადაწყვიტა გამოიკვლიოს რომელ მოსწავლეს რომელს საგანში უჭირს. მას შემდეგ რაც შედეგები გაირკვევა, მოსწავლეების ცოდნის დონის ამაღლების მიზნით მასწავლებლები დამატებითი გაკვეთილებს ჩაატარებენ.

„დავიწყეთ მიზეზების ძებნა. ვადარებთ მიმდინარე და მიღებული ქულებს. მოვახდენთ ანკეტირებას თუ რას თვლიან მოსწავლეები და პედაგოები დაბალი შედეგები მიზეზად და შემდეგ დავსახავთ ღონისძიებებს, ეს იქნება დამატებითი თუ ინდივიდუალური გაკვეთილების სახით“,- ამბობს დირექტორი.

მეორე საჯარო სკოლაში, სადაც ქართული და რუსული სექტორია, გამოცდებს 27 მოსწავლე აბარებდა. აქედან მინიმალური ზღვარი სამმა ვერ გადალახა.

„სამი მოსწავლიდან ორი დეპორტირებული მესხხია, მათ ჯერ კიდევ უჭირთ ქართულ ენაზე სწავლა. შედეგებით კმაყოფილი ვარ, წინა წლებისგან განსხვავებით, შედარებით ნაკლები მოსწავლე ჩაიჭრა“,- ამბობს იგი.

პირველ საჯარო სკოლაში, სადაც 82 მეთორმეტეკლასელია, მინიმალური ზღვარის გადალახვა 10 მოსწავლეს გაუჭირდა. მეექვსე საჯარო სკოლაში - 26 მოსწავლიდან სამს. კერძო სკოლა „მზექაში“ კი 16 მოსწავლიდან გამოცდა ყველამ ჩააბარა, თუმცა სკოლის პედაგოგები გამოცდების ელექტრონული ფორმით ჩაბარებას მაინც ეწინააღმდეგებიან.

„გამოცდის დროს დაიდო ისეთი კითხვები, რომელიც პროგრამაში არ ყოფილა. ძალიან ცუდი ტენდენციაა ის, რომ სკოლებს არ ენდობიან გამოცდის ჩატარებაში. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, სკოლა იმიტომ არ ატარებს გამოცდებ, რომ პედაგოებმა ამ საგნებში სასერტიფიკაციო გამოცდების დროს დაბალი შეფასებები მიიღეს. ჩვენ ბევრი კითხვა გვაქვს. იგივე პედაგოგების მომზადებული ბავშვები არ არიან ეროვნულ გამოცდებს, რომ აბარებენ?! ეს არასწორი მიდგომაა. და კიდევ ერთი, იმ დრო , როდესაც ქვეყანას უჭირს და ბიუჯეტი დაბალია, რა საჭირო იყო ზედმეტი თანხის ხარჯვა იმ ზედამხდველებისთვის ვინც ამ გამოცდებს აკვირდებოდნენ?“,- კითხულობს კერძო სკოლა „მზექას“ სასწავლო ნაწილის გამგე, ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი მზია ლობჟანიძე.

ქალაქის სკოლებში მე-12 კლასის გამოსაშვებ გამოსაშვებს ჯამში 280 მოსწავლე აბარებდა. ამათგან, 42 ჩაიჭრა. შეგახსენებთ, გამოსაშვები გამოცდები 12 ოქტომბერს დაიწყო და 15 ოქტომბერს დასრულდა. მოსწავლები გამოსაშვებ გამოცდებს ორ ეტაპად აბარებენ. პირველ ეტაპზე მათ ტექნიკური საგნების: ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის და გეოგრაფიის ჩაბარება მოუწიათ. იმ საგნების ჩაბარება, რომლებშიც მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს, მეორე ეტაპზე დამატებით ოთხ საგანთან (ქართული,ისტორია , მათემატიკა, უცხოენა) ერთად გაზაფხულზე შეუძლიათ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სკოლებიდან ქიმიის გამოცდაში 5 მეთერთმეტე კლასელი ჩაიჭრა
ახალციხის 5 სკოლაში უატესტატოდ 19 მოსწავლე დარჩა, ერთი სკოლა კი მონაცემებს მალავს
ახალციხის სკოლებში 21–მა მეთერთმეტეკლასელმა საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბარა
რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა მათემატიკასა და ფიზიკაში ახალციხის სკოლებში
საჯარო სკოლებში მე–11 კლასის გამოსაშვები გამოცდები დასრულდა
ქალაქ ახალციხის სკოლებიდან ბიოლოგიაში 6 მოსწავლე ჩაიჭრა
უცხო ენა და ბიოლოგია – რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა ახალციხის სკოლებში