FM97.5 / LIVE

ახალციხეში შშმ ბავშვების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

მთავარისაზოგადოება 05.04.2013
დღეს ახალციხეში შეზღუდული შასაძლებლობის მქონე ათამდე ბავშვის ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო.

ახალციხეში შშმ ბავშვების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
გამოფენა სამოქალაქო საზოგადოება ’ყველა ყველასათვის’ და ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის ’მწვანე სახლის’ ერთობლივი ძალებითა და ინიციატივით, ახალციხის ’დემოკრატიული ჩართულობის” ცენტრში გაიმართა. გამოფენაზე მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეების, დღის ცენტრ, ”ტალიტა კუმის” წარმომადგენლებისა და ცერებრალური დამბლითა და აუტიზმით დაავადებული ბავშვების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.

’ჩვენ მოვიძიეთ ამ სკოლის სკოლის ბავშვების ნამუშევრები და მათ გამოფენა მოვუწყეთ. ჩვენი მთავარი მიზანია, საზოგადოებას დავანახოთ, რომ ისინი სამყაროს ნაწილი არიან და ჩვენი თანადგომა სჭირდებათ’,- ამბობს სამოქალაქო საზოგადოება ’ყველა ყველასათვის’ აღმასრულებელი დირექტორი შორენა გაბოშვილი.

ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის ’მწვანე სახლის’ მენეჯერის ელისო თათეშვილის თქმით, საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს მხარში უნდა დაუდგეს: ’გამოფენის მიზანი არის ის, რომ საზოგადოებამ ამ ბავშვების თვალით დანახული სამყარო დაინახოს’.

გამოფენას ესწრებოდნენ ნახატების ავტორები, ბავშვების აღმზრდელები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და თბილისიდან მოწვეული ორგანიზაცია ’ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის’.

’ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის’ ერთ-ერთი დამფუძნებელი გურამ ჩხაიძე ამბობს, რომ ამ პრობლემის დაძლევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობას ვერ ხედავს: ’ყველა საქმე გადავდე და სპეციალურად ამ გამოფენისთვის ახალციხეში ჩამოვედი. 22 წელია ეტლს მიჯაჭვული ვარ და ძალიან კარგად მესმის რა რთულია, როდესაც შეზრუდული უნარი გაქვს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ჩვენი დახმარება სჭარდებათ. გაოცებული ვარ მათი ნამუშევრებით. შესაძლოა, სრულიად ჯანმრთელმა ადამიანმაც კი ვერ გააკეთოს ეს’.

მე-7 საჯარო სკოლაში 24 მოსწავლე სწავლობს. სკოლის ფსიქოლოგი დალი ასპანიძე ამბობს, რომ ბავშვებთან მუშაობა რთული, თუმცა შედეგიანია: ’მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში ნაკლებად ხდება და ეს უამრავ პრობლემას ქმნის.რაც შეეხება ნამუშევრებს, მათზე აღმზრდელი და მოსწავლე ერთობლივად მუშაობდნენ’.

გამოფენაზე მიწვეული იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც, თუმცა მათ მოუცლელობის გამო მისვლა ვერ მოახერხეს.

ნამუშევრები ’დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში’ ორი კვირის განმავლობაში დარჩება. ნივთების გაყიდვა დაგეგმილი არ არის.

ახალციხეში შშმ ბავშვების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

[ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გამოფენა ტოლერანტობის თემაზე
შშმ პირების მსვლელობა პროტესტის ნიშნად
შშმ მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მეშვიდე სკოლაში
შშმ პირები გაერთიანების ჩამოყალიბებას აპირებენ
ახალციხეში შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა გაიმართება

სამხატვრო სკოლაში გამოფენა მოეწყო
შშმ პირების საახალწლო ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა გაიმართა