FM97.5 / LIVE

ასოციაცია: ‘ვეტერანთა ოჯახებს სკოლის შენობიდან ალბათ თებერვლიდან გავიყვანთ’

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.12.2019
ახალციხეში სკოლის ყოფილ შენობაში, სადაც ვეტერანები ცხოვრობენ, რეგიონული განვითარების ასოციაცია სარეაბილიტაციო სამუშაოებს ამთავრებს, რის შემდეგაც პროექტის განხორციელება უნდა დაიწყოს. ვეტერანთა სამი ოჯახისთვის კი ალტერნატიულ ფართს ისევ ეძებენ.

ასოციაცია: ‘ვეტერანთა ოჯახებს სკოლის შენობიდან ალბათ თებერვლიდან გავიყვანთ’

ახალციხეში, პეტრე იბერის N17-ში მდებარე შენობის რეაბილიტაცია თებერვალში უნდა დასრულდეს. ამავე თვიდან რეგიონული განვითარების ასოციაცია აქ ფერმერთა გადამზადების ცენტრის, აგრო ჰაბისა და ლაბორატორიის მოწყობას გეგმავს. თუმცა შენობაში შეჭრილი ოჯახები ალტერნატიულ ფართში ჯერ არ გადაუყვანიათ.

„დარჩა შიდა სამუშაოები, ფაქტობრივად, თებერვალში უნდა დავასრულოთ. ხელშეკრულებით ასე გვაქვს გათვალისწინებული. პარალელურ რეჟიმში ოთხი პროგრამა აკრედიტაციაზე უნდა შევიტანოთ და ნელა-ნელა დავიწყებთ ფუნქციონირებას“, - ამბობს ასოციაციის ხელმძღვანელი ნანა ზუბაშვილი.

რაც შეეხება შენობაში მცხოვრებ ვეტერანთა სამ ოჯახს, ზუბაშვილი ამბობს, რომ მათთვის ახალციხის მერიამ უკვე მოძებნა ფართი და თებერვლისთვის გადაყვანა მოხდება: „ჯერ-ჯეობით ფართის ადგილმდებარეობა დაზუსტებული არ არის, თუმცა რამდენიმე ვარიანტი არის ნაპოვნი და ამ ოჯახებს შევთავაზებთ ჩვენს მოსაზრებას. ეს არ არის ქალაქის ცენტრში, მაგრამ ისინი თანახმა არიან, რომ ახლომდებარე სოფლებში გადავიდნენ“.

ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის განმარტებით, ოჯახებისთვის რამდენიმე ალტერნატიული ფართი მოძებნეს, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული არ არის: „პირადად ჩემი, მერიისა და საკრებულოს პოზიცია ასეთია, რომ ჩვენ არცერთ შემთხვევაში ამ ადამიანებს ქუჩაში არ დავტოვებთ. იქნებიან იქ, სადაც არიან, ვიდრე ალტერნატიული ფართი არ ექნებათ. არის რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ როცა უკვე დეტალურად გადაწყდება გავასაჯაროვებთ’, - ამბობს ზაზა მელიქიძე.

ამ დროისათვის, ყოფილ სკოლის შენობაში რეაბილიტაცია ჩაუტარდა იატაკს, შეიცვალა კედლები, გადაიხურა სახურავი, გამოიცვალა კარ-ფანჯარა, გაკეთდა შიდა გაყვანილობები. ასოციაციაში ამბობენ, რომ შენობაში რძისა და ხილ-ბოსტნეულის ლაბორატორია გაკეთდება, რომელიც სტანდარტთან შესაბამისობაში იქნება.

„სრული ფუნქციონირებისთვის, საჭიროა ასევე ადმინისტრაცია, რომელიც მეორე შენობაში უნდა განთავსდეს, აქ დასაქმდება დაახლოებით 27 კაცი და მისი მოწყობა ვერ ხერხდება, რადგან აქ ცხოვრობენ“, - ამბობს ნანა ზუბაშვილი.

მისივე თქმით, ცენტრი მორგებული იქნება ფერმერთა საჭირობებსა და კოოპერატივებზე, ასევე სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე.

ახალციხეში, პეტრე იბერის ქუჩაზე N17-ში მდებარე შენობა, სადაც წლების წინ სკოლა – ინტერნატი იყო განთავსებული, 2016 წლის 24 სექტემბერს ცხრა ოჯახმა უნებართვოდ დაიკავა.

აღნიშნული შენობა ახალციხის მერიის ბალანსზეა, თუმცა ის თვითმმართველობამ 2014 წლის ოთხ ივნისს უზურფრუქტის წესით (ხელშეკრულება N36) სააგენტოს გადასცა. საკრებულოსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 4 089 კვადრატულ მეტრ მიწაზე განლაგებულ ორ ობიექტში ფერმერთა გადამზადების ცენტრი უნდა გაიხსნას.

ახალციხის მერიამ ვეტერანების სკოლის შენობიდან გამოსახლება სასამართლოს გზით მოითხოვა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მერიის საჩივარი დააკმაყოფილა. თუმცა, ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში ვეტერანებმა გაასაჩივრეს. ისინი ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვენ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სააპელაციომ  ვეტერანების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო
ახალციხის მერი: ‘არ გვაქვს ფართი, რომ ვეტერანებს თავშესაფარი გამოვუყოთ’
ვეტერანები: ‘შენობის დასატოვებლად ერთი თვე გვაქვს, სად უნდა წავიდეთ არ ვიცით’
ვეტერანები მერიას თავშესაფარს სთხოვენ
ვეტერანები ამ წელსაც სადავო შენობაში გამოიზამთრებენ
ვეტერანები  უზენაეს სასამართლოში ჩივიან
ვეტერანების სამმართველოს უფროსს რეგიონული განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ სასამართლოში უჩივლა