FM97.5 / LIVE

ვეტერანები: ‘შენობის დასატოვებლად ერთი თვე გვაქვს, სად უნდა წავიდეთ არ ვიცით’

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.08.2019
ახალციხეში, პეტრე იბერის N17 – ში მდებარე სკოლის ყოფილ შენობაში, სადაც ვეტერანები სამი წელია უნებართვოდ ცხოვრობენ, რეგიონული განვითარების ასოციაციამ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სამი ოჯახი დროებით სკოლის ეზოში მდებარე სხვა შენობაში გადაიყვანეს, თუმცა ერთი თვის ვადაში ამ ფართის დატოვებაც მოუწევთ.

ვეტერანები: ‘შენობის დასატოვებლად ერთი თვე გვაქვს, სად უნდა წავიდეთ არ ვიცით’

ვეტერანების ოჯახები, რომლებიც 2016 წლიდან მეშვიდე სკოლის ყოფილ შენობაში უნებართოდ არიან შეჭრილები, რეგიონული განვითარების ასოციაციამ, სხვა შენობაში ორი თვის წინ გადაიყვანა, იმ შენობაში კი სადაც აქამდე ცხოვრობდნენ საჯარო მოხელეთა გადამზადების ცენტრისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

„დაგვატოვებინეს შენობა, სადაც აქამდე ვცხოვრობდით. ისეთ შენობაში შეგვიყვანეს, სადაც არაფერი იყო და გავაკეთეთ. მაგრამ გვითხრეს, ერთ თვეში სამუშაოებს ამ მხარესაც დაიწყებენო, მერე სად უნდა წავიდეთ არ ვიცი. ამდენი ბავშვებით სად უნდა ვიცხოვროთ?!“ – ამბობს ნინელი მიქელაძე.

ახალციხეში, პეტრე იბერის ქუჩაზე N17-ში მდებარე შენობა, სადაც წლების წინ სკოლა–ინტერნატი იყო განთავსებული, 2016 წლის 24 სექტემბერს ცხრა ოჯახმა უნებართვოდ დაიკავა (ამ ეტაპზე სამი ოჯახი ცხოვრობს). აღნიშნული შენობა ახალციხის მერიის ბალანსზეა, თუმცა ის თვითმმართველობამ 2014 წლის 4 ივნისს უზურფრუქტის წესით (ხელშეკრულება N36) ასოციაციას გადასცა. საკრებულოსა და ასოციაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 4 089 კვადრატულ მეტრ მიწაზე განლაგებულ ორ ობიექტში სწავლებისა და გადამზადების ცენტრი უნდა გაიხსნას.

რა ეტაპზეა სამუშაოები და რა ბედი ეწევა ვეტერანებს, ამ კითხვაზე ასოციაციის ხელმძღვანელი ნანა ზუბაშვილი „სამხრეთის კარიბჭეს“ არ პასუხობს. გვითხრა მხოლოდ ის რომ სამუშაოებს იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებენ და დარჩენილი სამი ოჯახი მოპირდაპირე შენობაში გადაიყვანეს.

„იმის მაგივრად, რომ ფიქრობდეთ რომ კარგი რამ გაკეთდეს, ამ ორ და სამ ოჯახს მისტირიხართ. მე არ გამიყრია ეს ხალხი, გადავიყვანე. ისე რომ გამოიკვლიოთ უაზროდ არიან შესახლებულები და სახელმწიფოს კმაყოფაზე არიან. ერთ–ერთს სოფელში მშობლების ორსართულიანი სახლი აქვს და მაინც მანდ ცხოვრობს. მაშინ იყო და ურაველზე [გულისხმობს ექვსი სოფლის გასარწყავიანების პროექტს ს.კ] ატყდით და იაპონიის საელჩომ კინაღამ გააჩერა პროექტი არ მინდა კომენტარი, ძლივს დაწყებული მაქვს საქმე, ძლივს რაღაცას ვაკეთებ“, – ამბობს ზუბაშვილი.

ახალციხის მერიაში ირწმუნებიან, რომ ვიდრე ვეტერანებს ალტერნატიულ ფართს არ შესთავაზებენ, მანამდე სკოლის ყოფილი შენობიდან არ გამოასახლებენ.

„ვეტერანებს არავინ უპირებს გამოსახლებას. ესენი არიან ღვაწლმოსილი ადამიანები სამშობლოს წინაშე, ამიტომ ვიდრე ალტერნატიული ფართის შეთავაზება არ მოხდება და დაკმაყოფილებულები არ იქნებიან, მანამდე იცხოვრებენ დაკავებულ ფართში“, – გვითხრეს მერიაში.

ახალციხის მერიამ ვეტერანების სკოლის შენობიდან გამოსახლება სასამართლოს გზით 2017 წელს მოითხოვა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მერიის საჩივარი დააკმაყოფილა. თუმცა, ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში ვეტერანებმა გაასაჩივრეს. სააპელაციო სასამართლომ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის თანახმადაც ახალციხეში, სკოლის ყოფილ შენობაში შესახლებულები, უნდა გამოასახლონ.

ვეტერანები: ‘შენობის დასატოვებლად ერთი თვე გვაქვს, სად უნდა წავიდეთ არ ვიცით’

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სააპელაციომ  ვეტერანების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო
ვეტერანები ამ წელსაც სადავო შენობაში გამოიზამთრებენ
ასოციაცია: ‘ვეტერანთა ოჯახებს სკოლის შენობიდან ალბათ თებერვლიდან გავიყვანთ’
ვეტერანებს უკანონოდ დაკავებულ  ფართს  დაატოვებინებენ
ვეტერანები მერიას თავშესაფარს სთხოვენ
ვეტერანები  უზენაეს სასამართლოში ჩივიან
ვეტერანების სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს სასამართლოში უჩივიან