FM97.5 / LIVE

ჭელას მეჩეთს ახლადარჩეული მუფთი ესტუმრა

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.01.2020
სრულიად საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ ადიგენში, სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთში, სამცხე–ჯავახეთის მეჩეთების წინამძღვრებთან პირველი შეხვედრა გამართა.

ჭელას მეჩეთს ახლადარჩეული მუფთი ესტუმრა
შეხვედრა გუშინ, 11 იანვარს გაიმართა. შანთაძეს 15 წინამძღვარი შეხვდა. მათ რელიგიის კუთხით რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე ისაუბრეს.

„ეს იყო პირველი შეხვედრა. ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებზე რომელიც გვაწუხებს და დგას მუსლიმების წინაშე. მომავალი გვიჩვენებს როგორ განვითარდება მოვლენები. ვისაუბრეთ რელიგიურ საკითხებზე, ეს ჩვენს შიდა საქმიანობას შეეხებოდა. ზოგადად გვაქვს პატარა პრობლემები, მაგალითად არის მეჩეთები, რომელთა რეგისტრაციაც ჯერ ვერ ხერხდება. ასევე ტექნიკური საკითხები, რომლის მოგვარებაშიც იმედი გვაქვს რომ მუფთი დაგვეხმარება“, - გვითხრა ჭელას მეჩეთის იმამმა ჯამბულ აბულაძემ.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზეც: „გვაინტერესებდა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი. ჩვენ გარკვეული შემოწირულობა გადავრიცხეთ მშენებლობისთვის. ბატონი მუფთი დაგვპირდა, რომ ამ კუთხითაც იმუშავებს“.

მუსლიმთა სამმართველოს რელიგიურმა საბჭომ ახალი მუფთი ადამ შანთაძე 25 დეკემბერს აირჩია.

ჭელას მეჩეთს ახლადარჩეული მუფთი ესტუმრა

[მარიამ ბარძიმაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სრულიად საქართველოს მუფთად ადამ შანთაძე აირჩიეს
მუსლიმური თემისა და პრემიერის ემოციური შეხვედრა
პრემიერი მუსლიმებს მოხის მეჩეთის საკითხის შესწავლას დაპირდა
ხულოს მუფთი: დაკავებულებს ეტაპობრივად გაათავისუფლებენ
სამმართველოს შენობაში სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი შევიდა
მუსლიმები დღეს პრემიერს შეხვდებიან
მუსლიმი მრევლი მოხეში: „ძველი მეჩეთის სანაცვლოდ ახალი არ გვინდა“