FM97.5 / LIVE

ადამ შანთაძე: მრევლს სიმშვიდისკენ მოვუწოდეთ

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.10.2016
რაზე ისაუბრეს გუშინ, ადიგენში შეკრებილმა მხარეებმა და რა შეთანნხმებას მიაღწიე, მოხეს სადავო შენობის საკითხზე, უცნობი რჩება.

ადამ შანთაძე: მრევლს სიმშვიდისკენ მოვუწოდეთ

სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე ამბობს, რომ გუშინ, ადიგენში გამართულ შეხვედრაზე რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღიათ: „მათ ვუთხრი, რომ იქნებ დროულად გადაწყდეს შენობის ბედი და მოსახლეობამ თავისუფლად შეძლოს ლოცვა–მეთქი. ჩვენ არაფერზე შევთანხმებულვართ, რადგან მოსახლეობა მშვიდობიანად ატარებდა ლოცვებს. მუსლიმი მოსახლეობა კომისიას არ ენდობა, იმიტომ, რომ ორი წლის განმავლობაში შედეგი ვერ მიიღეს. ამიტომ თვითნებურად დაიწყეს ლოცვა“.

ადიგენში გამართული შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობს სრულიას საქართველოს მუსლიმთა მუფთის მოადგილე ადამ შანთაძე.

იგი ამბობს, რომ რამდენიმე დღეში სახელმწიფო კომისია კვლავ შეიკრიბება და საკითხი ამის შემდეგ გადაწყდება. რაც შეეხება ახლა მოხეში მიმდინარე მოვლენებს, ადამ შანთაძე ამბობს, რომ მათ მრევლს სიმშვიდისკენ მოუწოდეს: „მოსახლეობას მოვუწოდეთ თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რაც შესაძლოა შემდეგ გახდეს მანიპულაციების ან პროვოკაციების მიზეზი, რასაც სერიოზული დაპირისპირება მოჰყვება“.

შეგახსენებთ, მოხეში, რელიგიური კონფლიქტიდან ორი წლის თავზე, მოხეში, სადავო შენობაში მუსლიმებმა ლოცვა ისე დაიწყეს, რომ ჯერ შენობის საკითხი გადაჭრილი არ არის. ოთხდღიანი ლოცვის შემდეგ, დღეს სამართალდამცველებმა შენობის კარი აჭედეს, და პოლიციის ლენტით შემოსაზღვრეს.

საკითხს გამოეხმაურა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპლიტი თეოდორე, რომელმაც ხელისუფლებას მოუწოდა, ყველაფერი გააკეთოს კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. მანვე განაცხადა, რომ გუშინ, ადიგენში, მხარები შეხვდნენ და მოხის საკითხზე იმსჯელეს.

„სამხრეთის კარიბჭე“ ცდილობდა ამ შეხვედრის დეტალების გარკვევას, თუმცა, ამ ეტაპზე კონკრეტული ინფორმაცია ვერ მოიპოვა. მეუფემ მხოლოდ შეხვედრა ახსენა, დეტალები არ დაუკონკრეტებია, ადიგენის გამგეობაში კომენტარზე უარი თქვეს, ასევე არ გააკეთეს კომენტარი სამუფთო სამმართველოსა და რელიგიის საკითხთა სააგენტოში.

მხარეები ამბობენ, რომ რამდენიმე დღეში კომისია შეიკრიბება და კომენტარებს ამ შეკრების შემდეგ გააკეთებენ.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამართალდამცავებმა მოხეს სადავო შენობის კარი აჭედეს
სოფელ მოხეში, სადავო შენობაში მუსლიმების ლოცვას მეუფე თეოდორე ეხმაურება
EMC: ‘ძალადობრივმა პოლიტიკამ შეიძლება სერიოზულ კრიზისამდე მიგვიყვანოს’
სრულიად საქართველოს მუფთად ადამ შანთაძე აირჩიეს
მოხეს მართლმადიდებელი მოსახლეობა: ‘ამ მოვლენებში “ნაციონალები” შეინიშნებიან’
მოხის სადავო შენობაზე ერთობლივი კომისია იმუშავებს
ომბუდსმენი: „სწრაფად გადაწყვიტეთ მოხეში სადავო შენობის კუთვნილების საკითხი“