FM97.5 / LIVE

‘ლელო საქართველოსთვის’ დაფუძნდა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 22.12.2019
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ დაფუძნდა. პარტიის პირველი ყრილობა თბილისში გაიმართა, სადაც პარტიის წესდება დამტკიცდა და პარტიის ლოგო წარმოადგინეს.

‘ლელო საქართველოსთვის’ დაფუძნდაფოტო - on.ge

დღეს, 22 დეკემბერს „ლელო საქართველოსთვის“ პარტიის ყრილობა საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიაში, ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ გახსნა. მისი თქმით, ყრილობას ესწრება 1520 დელეგატი.

პარტიის თავმჯდომარედ დაამტკიცეს მამუკა ხაზარაძე, პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში კი იქნებიან:

1. ლაშა ბაქრაძე — ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი;
2. საბა ბუაძე — იურისტი;
3. დეა მეტრეველი — ფილოლოგიის დოქტორი, ხელმძღვანელობდა ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრს და 2018 წლის ფრანკფურთის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის პროექტს;
4. გრიგოლ გეგელია — პოლიტიკური თეორიის დოქტორი;
5. თამაზ დათუნაშვილი — სოციალური ადმინისტრირების მაგისტრი;
6. სოსო ვახტანგაშვილი — ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი;
7. ანა ნაცვლიშვილი — იურისტი, უფლებადამცველი, საიას ყოფილი თავმჯდომარე, ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი;
8. ირაკლი კუპრაძე — საჯარო სამართლის იურისტი, სამოქალაქო აქტივისტი;
9. მამუკა კაციტაძე — ყოფილი დეპუტატი;
10. კახა კოჟორიძე — საიას ყოფილი თავმჯდომარე, ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკური მრჩეველი;
11. გია მორდეხაშვილი — ბიზნესმენი;
12. თამარ შავგულიძე — ხელოვნებათმცოდნე;
13. დავით უსუფაშვილი — პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია შენების მოძრაობის ლიდერი;
14. ფიქრია ჩიხრაძე — ყოფილი პარლამენტარი, ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი;
15. გიორგი კანაშვილი — კავკასიის სახლის ყოფილი დირექტორი;
16. კახა ხაზარაძე — ბიზნესმენი;
17. ბადრი ჯაფარიძე — თიბისის დამფუძნებელი.

"ლელო ღია იქნება საქართველოს ყველა მოქალაქისათვის, ყველასათვის, ვინც იზიარებს იმ ძირითად ღირებულებებსა და ფასეულობებს, რამაც ჩვენ ამ დარბაზში მყოფნი გაგვაერთიანა. ამ ღირებულებებზე დაფუძნებული ერთობა კი გაუძლებს ყველა გამოწვევას და ჩვენ აუცილებლად გავიტანთ ლელოს საქართველოსთვის", — თქვა ბადრი ჯაფარიძემ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.

პარტიის წარმომადგენლის თქმით, ესკიზი არის ქართული ასო "ლასი-ს" ილუსტრაცია და განასახიერებს შეკრულს მუშტს.

წყარო - on.ge

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვინ არიან "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალი წევრები
'ლელო საქართველოსთვის' ახალციხის რაიონული ორგანიზაცია დაფუძნდა
„თავისუფალი დემოკრატების“ ახალი თავმჯდომარე შალვა შავგულიძე გახდა
ქართული ოცნების” სიის პირველი ათეული
‘ევროპულმა საქართველომ’ დამფუძნებელი ყრილობა გამართა
'ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს
სპორტის სასახლეში ”ქართული ოცნების" ყრილობა მიმდინარეობს