FM97.5 / LIVE

'ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 24.03.2019
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი და ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს. გადაწყვეტილება პარტიის ყრილობაზე მიიღეს.

'ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს

ხმის მიცემა ელექტრონულ რეჟიმში მიმდინარეობდა და ვაშაძე ერთადერთი კანდიდატი იყო. ვაშაძეს ხმა 364-მა ადამიანმა მისცა, მოწინააღდეგე კი ერთი იყო.

პარტიის დამაარსებლის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ნაციონალურ მოძრაობას სჭირდება მოქნილი სტრუქტურა და ვაშაძის არჩევა სწორი გადაწყვეტილებაა.

"მე მაიძულეს, მე არ მიშვებენ ჩემს ქვეყანაში, ჩვენი სხვა ლიდერები ციხეში არიან, დანარჩენები რეპრესიების და ზეწოლის ქვეშ...დიდი მადლობა იმისთვის, რომ საპატიო თავმჯდომარედ ხელახლა მირჩევს, მაგრამ პარტიას ჭირდება თავმჯდომარე, ჭირდება წარმომადენლობა, მითუმეტეს გია ვაშაძე", — განაცხადა სააკაშვილმა ყრილობაზე ვიდეოზარით ჩართვის დროს.

ამ დრომდე ნაციონალურ მოძრაობას პარტიის თავმჯდომარე არ ჰყავდა. მიხეილ სააკაშვილს პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. რაც შეეხება პარტიის პოლიტსაბჭოს, მისი თავმჯდომარე ნიკა მელიაა.

გრიგოლ ვაშაძე ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობებს იკავებდა. 2017 წლიდან კი ის ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრია


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„ნაციონალურ მოძრაობას“ კონკრეტული თავმჯდომარე არ ეყოლება
გაერთიანებულ ოპოზიციას  ახალციხეში ჯერ მხოლოდ ენმ–ს წევრები ჰყავს
გაერთიანებულმა ოპოზიციამ პრეზიდენტობის კანდიდატი წარადგინა
მიხეილ სააკაშვილი 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარის პოსტს ტოვებს
გრიგოლ ვაშაძე ახალქალაქში ამომრჩევლებს  ხვდება
ენმ–ს ასპინძის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ენმ–ში დარჩა
„ნაციონალური მოძრაობა“ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარეს არ აირჩევს