FM97.5 / LIVE

ნინო ბურჯანაძე: 'იქნება მეორე ტური, სადაც ვიქნებით მე და მარგველაშვილი'

მთავარიპოლიტიკა 27.10.2013
პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ ეგზითპოლების შედეგი არაფერს ნიშნავს საქართველოში, აპირებენ თითოეული ხმის დათვლას და აუცილებლად იქნება მეორე ტური.

ნინო ბურჯანაძე: 'იქნება მეორე ტური, სადაც ვიქნებით მე და მარგველაშვილი'
"აბსოლუტური უმრავლესობა იმ ადამიანებისა, რომლებიც მოვიდნენ არჩევნებზე არიან სწორედ ჩვენი მომხრენი, მე მინდა გავამხნევო ეს ადამიანები, მადლობა ვუთხრა და დავარწმუნო იმაში, რომ არჩევნების საბოლოო შედეგები იქნება ობიექტური, რაც ნიშნავს იმას, რომ ნაადრევია ვინმეს ზეიმი პირველ ტურში გამარჯვებასთან დაკავშირებით. მე მინდა ჩვენს დამკვირვებლებს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც სხვადასხვა უბანზე მუშაობს, მოვუწოდო ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ დაიცვან თითოეული ის ხმა, რომელიც ჩვენ მოგვცა ამომრჩეველმა.

ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან ბევრ უბნებზე ჩვენ ვართ პირველ ადგილზე. მე არ მგონია საქართველოში დღეს ვინმეს სჯეროდეს ეგზით–პოლების შედეგების. ქვეყანაში, სადაც არ მუშაობს სოციოლოგია და არასოდეს არცერთი სოციოლოგიური კვლევის შედეგი არ აჩვენებს მოსახლეობის რეალურ განწყობას, ბუნებრივია, არ მუშაობს არც ეგზით–პოლები", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე განცხადებით, იწყებენ პარალელური დათვლის სისტემას: „ქართული ოცნების“ ოფისშიც არიან წესიერი ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ ჯერ არჩევნები არ დასრულებულა, პირველი ტური ნამდვილად არ ამთავრებს ამ არჩევნებს, იქნება მეორე ტური, სადაც ვიქნებით მე და მარგველაშვილი. იმედი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ არ წავლენ ტოტალურ გაყალბებაზე".

ბურჯანაძემ საუბნო კომისიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, არ გააყალბონ არჩევნები: "დადეთ ის შედეგები, რაც არის რეალური. მინდა მოვუწოდო ჩვენს წარმომადგენლებს, არავითარ შემთხვევაში არ დაყაროთ ფარ–ხმალი".

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის უბნები, სადაც ბაქრაძეს ბურჯანაძემ მოუგო
30 ოქტომბერს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ტარდება
სააკაშვილი: ყველანაირი უკან დახევა არის დროებითი
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე ჩატარდება
ახალციხის ოლქში ორ უბანზე ბაქრაძეს ბურჯანაძემ აჯობა
დღეს ბორჯომში არჩევნების მეორე ტური იმართება
მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს