FM97.5 / LIVE

ფარეხასთან ავარიისას 24 წლის ბიჭები გარდაიცვალნენ

მთავარისიახლე, შემთხვევა 22.11.2019
ფარეხასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული 24 წლისები არიან. მსუბუქი ავტომობილი, რომელიც ახალციხიდან ადიგენის მიმართულებით მოძრაობდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.

ფარეხასთან ავარიისას 24 წლის ბიჭები გარდაიცვალნენ

გარდაცვლილები და დაშავებული, ახალციხელები არიან. სამ მეგობარს თ.ს, გ.თ და მ.კ–ს ავარია „ლექსუსის“ მარკის მანქანით მოუვიდათ.

ერთ–ერთი გარდაცვლილის მეგობარი ამბობს, რომ მანქანა რამდენჯერმე ამოტრიალდა. მანქანის ნაწილები კი დაახლოებით 20 მეტრის მანძილზეა მიმოფანტული.

ავტომობილს გ.თ მართავდა, ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მუშაობდა. ფარეხასთან ავარია დღეს, 22 ნოემბერს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276 მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო. რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

დაახლოებით იგივე გზაზე, ფარეხასთან ავარია 28 ოქტომბერსაც მოხდა, რა დროსაც მანქანაში მჯდომი და–ძმა გარდაიცვალა, დედა კი მძიმედ დაშავდა.

ფარეხასთან ავარიისას 24 წლის ბიჭები გარდაიცვალნენ

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ერთი გარდაცვლილი, ერთი დაშავებული – ავარია აწყურთან [Video]
ახალციხეში ავარიისას 10 წლამდე ბავშვი დაშავდა
ფარეხასთან, ავარიაში და-ძმა გარდაიცვალა
ავარია ახალციხეში – დაიმტვრა სამი მანქანა და დაშავდა ერთი მგზავრი [Photo]
სოფელ კლდესთან ავარია მსხვერპლით დასრულდა
ავარია ბორჯომში – დაშავდა სამი ადამიანი
ახალციხიდან თბილისისკენ მიმავალ ‘მარშუტკას’ ავარია შეემთხვა