FM97.5 / LIVE

ფარეხასთან, ავარიაში და-ძმა გარდაიცვალა

მთავარისიახლე, შემთხვევა 28.10.2019
ადიგენში, ფარეხას გზაზე ავარიისას გარდაცვლილი ორი ადამიანი და- ძმა იყო, დაშავებული ქალი კი, მათი დედაა.

ფარეხასთან, ავარიაში და-ძმა გარდაიცვალა
სამივე მათგანი აბასთუმნიდან არიან. შემთხვევა დღეს, 28 ოქტომბერს 17:20 საათზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ადიგენიდან ახალციხის მიმართულებით მოძრავი „მერსედესი“ სატვირთო მანქანას უკნიდან შეეჯახა.

მსუბუქ მანქანაში მხდომი სამი მგზავრიდან ორი ადგილზე გარდაიცვალა. ერთი კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სახანძრო–სამაშველო სამსახური. შუახნის ქალს, ნეკნებისა და კიდურების მოტეხილობის გამო თბილისში გადაყვანა საჭირდა, მას ოპერაცია ესაჭიროება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ფარეხის გზაზე ავარიისას დაშავებულ ქალი თბილისში გადაჰყავთ
ფარეხის გზაზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა [ფოტო/ვიდეო]
სოფელ აწყურთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა
ახალციხე-ვალის გზაზე კაცი გარდაიცვალა
ფარეხის გზაზე ავარიისას დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა
აწყურთან მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომში – გარდაცვლილია 45 წლამდე ასაკის მამაკაცი