FM97.5 / LIVE

ახალციხეში ბურჯანაძის მხარდამჭერს ფიზიკურად გაუსწორდნენ

მთავარიპოლიტიკა, სამართალი 14.10.2013
ბურჯანაძის მხარადამჭერები „ქართული ოცნების“ აქტივისტს ძალადობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მათ მხარდამჭერს ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იციან.

ახალციხეში ბურჯანაძის მხარდამჭერს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 14 ოქტომბერს, როდესაც ნინო ბურჯანაძე ახალციხეში ამომრჩევლებს ხვდებოდა, შეხვედრაზე მისულმა მისმა მხარდამჭერმა მაია უსტიმენკომ განაცხადა, რომ შეხვდრამდე ცოტა ხნით ადრე მისი სიძე ვახტანგ კოშაძე „ქართული ოცნების“ აქტივისტმა სცემა.
„ეს გახლდათ აწყურში მარტინენკოების კლანის წარმომადგენელი ირაკლი მუმლაძე. მანამდე ეს პიროვნება, ჩემ სიძეს ტელეფონით ურეკავდა და ემუქრებოდა. დღეს ისევ დაურეკეს და უთხრეს, შენ აუცილებლად დაგიჭერთო“, - განაცხადა უსტიმენკომ, რომელმაც რამდენიმე თვის წინ „ქართული ოცნება“ დატოვა და ნინო ბურჯანაძის პარტიაში გაწევრიანდა.

ბურჯანაძესთან შეხვედრაზე იმყოფებოდა ვახტანგ კოშაძის მეუღლე ნათია პაპავაც: „აქციაზე რომ მოვდიოდით, ჩემს მეუღლეს დაურეკა ირაკლი მუმლაძემ, უნდა დაგიჭიროთო“.

მაია უსტიმენკოს განმარტებით, მისი სიძე საბარგო სადგურზე (დასახლება ახალციხის შემოსასვლელში), შპს „მექანიზატორთან“ სცემეს: „ცალ თვალს საერთოდ ვერ ახელს, ისეა ნაცემი. სახეზე ნაკაწრებიც აქვს. ახლა პოლიციაშია დაკითხვაზე. იქიდან, სავარაუდოდ, ექსპერტიზაზე, საავადმყოფოში წაიყვანენ“, - ამბობს უსტიმენკო.

ახალციხეში ბურჯანაძის მხარდამჭერს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დაზარალებული, ფოტო: ტელეკომპანია 'მე-9 არხი'

მისივე განმარტებით, ვახტანგ კოშაძე სავარაუდოდ იმიტომ სცემეს, რომ დღეს ბურჯანაძესთან შეხვედრაზე აპირებდა მისვლას: „როგორც უკვე გითხარით, მას ტელეფონით მანამდეც უკავშირდებოდნენ და აშინებდნენ, ეუბნებოდნენ, რომ პოლიციიდან ურეკავდნენ. ამის შესახებ ვახტანგმა არასამთავრობო ორგანიზაციაში „ერთსულოვნება სამართლიანობისკენ“ განაცხადა. „ერთსულოვნების“ ხელმძღვანელმა ქეთევან ხმალაძემ კი პოლიციაში გაარკვია, რომ ადამიანი, რომელიც ვახტანგთან რეკავდა, პოლიციელი არ იყო. სწორედ ეს გახდა ცემის კიდევ ერთი მიზეზი, რატომ ცდილობდი პოლიციაში იმის გარკვევას ვინ გირეკავდაო“.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ახლაციხის შტაბის ხელმძღვანელი მალხაზ ჟუჟუნაძე ამბობს, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იცის: „შტაბში ირაკლი მუმლაძე არავინ გვყავს და ეგეთს არც არავის ვიცნობ“.

ირაკლი მუმლაძეს, რომელსაც ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ, „სამხრეთის კარიბჭე“ ტელეფონით დაუკავშირდა. თუმცა მან განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იცის. მუმლაძე აცხადებს, რომ არც „ქართული ოცნების“ აქტივისტია.

ნინო ბურჯანაძემ ვახტანგ კოშაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით,ტელეკამერების საშულებით, შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს უკვე მიმართა და მომხდარის გამოძიება სთხოვა.

„ღარიბაშვილს ამის შესახებ დღესვე შევატყობინებთ. იმედი მინდა ვიქონიო, რომ რეაგირება მოყვება. ღარიბაშვილის მიერ გაცემულია ბრძანება, რომ არ გაბედონ ადამიანების დაშანტაჟება, ამიტომ, ამ ზეწოლის შესახებ საქმის კურსში უნდა ჩავაყენოთ. თუ არ იქნება რეაგირება, ეს უკვე სხვა რაღაცას ნიშნავს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

შინაგან საქმეთა სამინიტროს პრესამსახურის ინფორმაციით, ახალციხეში მომხდარი ცემის ფაქტზე საქმეს შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს ახალციხის რაიონული სამმართველო იძიებს. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 125-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რატომ ჭიანურდება ვახტანგ გეწაძის წინააღმდეგ საქმის გამოძიება
ახალციხეში ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან
ეთნიკური სომხების პოლიციაში შესაძლო ცემის ფაქტი ჯერ კიდევ გამოუძიებელია
"ოცნების" ახალციხის შტაბში კოორდინატორებზე ზეწოლას უარყოფენ
”ქართული ოცნების” ადიგენელ აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
"დემოკრატიული მოძრაობისა" და "ოცნების" შტაბების ურთიერთბრალდებები
ეთნიკური სომხების პოლიციაში შესაძლო ცემის ფაქტზე პროკურატურამ  ძიება დაიწყო