FM97.5 / LIVE

"ოცნების" ახალციხის შტაბში კოორდინატორებზე ზეწოლას უარყოფენ

მთავარიპოლიტიკა 10.09.2013
„ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის წევრებს კოორდინატორებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ; გადადიან თუ არა „ოცნებიდან“ „ბურჯანაძის“ შტაბში აქტივისტები და რას პასუხობენ ბრლადებებს ახალციხის შტაბის ხელმძღვანელები

"ოცნების" ახალციხის შტაბში კოორდინატორებზე ზეწოლას უარყოფენ
რეჟისორ ზაზა სვანაძის განცხადებით, ახალციხეში „ოცნების შტაბის“ ხელმძღვანელები კოორდინატორებს იბარებენ, ცალკე ოთახში შეჰყავთ და აფრთხილებენ, რომ თუ თითო კოორდინატორი გარანტირებულ 50 ხმას არ მოიტანს, მაშინ მას პატიმრობა ემუქრება: „ეუბნებიან მერაბიშვილი ციხიდან გამოვა და თქვენზე შურისძიება გარანტირებულიაო“.

ზაზა სვანაძე ახალციხეში მეგობრებთან ერთად იმყოფება. მას „სამხრეთის კარიბჭე“ ტელეფონით მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც აღნიშნულის შესახებ ფეისბუქის გვერდზე დაწერა.

„არ მინდა იმ ადამიანების ვინაობის გამჟღავნება ჯერ, ვინც ამის შესახებ მითხრა, სამივე მათგანი სოლიდური ასაკისაა, - ამბობს სვანაძე და ამატებს, რომ ეს პიროვნებები მალე გასდასვლას „ბურჯანაძე-დემოკრატებში“ აპირებენ, - მათი თქმით, „ოცნების“ შტაბში არათუ „ოცნების“ წევრები, არამედ „ნაციონალები“ არიან. ამიტომ ამ პიროვნებებს აიგნორებენ და აჩოჩებენ. მათი „ბურჯანაძის“ შტაბში გადასვლისთვის ბოლო წვეთი, სწორედ ეს უკანასკნელი დავალება აღმოჩნდა“.

სვანაძის განცხადებითვე, უახლოეს დღებში „ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბს არაერთი ადამიანი დატოვებს.

"ოცნების" ახალციხის შტაბში კოორდინატორებზე ზეწოლას უარყოფენსვანაძე პოლიტიკური აქტივისტია, თუმცა ამბობს, რომ ამჟამად არცერთ პარტიაში არაა. ბოლოს იგი „ქართული ოცნებაში“ იყო, თუმცა, შტაბი 2012 წლის მარტში დატოვა. მისი კოალიციიდან წამოსვლის მიზეზი შტაბში თინა ხიდაშელისა და მაია ფანჯიკიძის უფროსობა იყო.

„მათ უნდა გადაეწყვიტათ მე ვის მივცემდი ინტერვიუს და ვისთან რას ვიტყოდი“, - ამბობს სვანაძე.

„ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბში სვანაძის განცხადებას ცილისწამებას უწოდებენ და ამბობენ, რომ ეს ბინძური ბრძოლის ის ერთ-ერთი წესია, რომლითაც ქვეყანაში ქართული სულის გაღვივებას ებრძვიან.

„ეს არის მიმართული იმისკენ, რომ ახალციხეში იღვიძებს ქართული სული, იღვიძებს ის ძალა, რამაც უნდა გადაარჩინოს ჩემი ქვეყანა. ეს არ მოსწონს მავანს და მავანს და ამიტომ ყველანაირი ბინძური ხერხებით ცდილობენ არ შედგეს ახალციხეში მარგველაშვილის ჩამოსვლა“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის აქტივის კოორდინატორი გოჩა პარუნაშვილი.

მისი თქმით, "ეს არის 9 წლის განმავლობაში ქვეყანაში დანერგილი ბინძური წესი და დღეს ამით სურთ, რომ თავი გადაირჩინონ“.
პარუნაშვილი აცხადებს, რომ სვანაძის ნათქვამი შტაბში კოორდინატორების დაშინების შესახებ, მტკნარი სიცრუეა: „ვიღაცას აწყობს, რომ ჩირქი მოგვცხოს. მაგრამ ეს არავის გამოუვა, ვეღარ შეძლებენ მსგავსი მეთოდებით ქვეყნის მართვას“.

პარუნაშვილს ეთანხმება შტაბის უფროსი მალხაზ ჟუჟუნაძე და ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ გამარჯვებისთვის სუფთა მეთოდებით იბრძვის: „ნუ აბრალებენ ადამიანებს იმას, რაც არ გაუკეთებიათ, ვინც ეს თქვა, დადოს ფაქტები და დაამტკიცოს, რომ ნამდვილად ასეა, თუ არადა, გამოდის, რომ მასთან მივიდნენ ადამიანები, ვინც ბურჯანაძის პარტიასთან ასოცირდებიან“.

რაც შეეხება „ოცნებიდან“ ბურჯანაძის საარჩევნო შტაბში აქტივისტების გადასვლას, პარუნაშვილიც და ჟუჟუნაძეც ამბობენ, რომ ეს ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი და ქვეყანაში დემოკრატიის არსებობის მაჩვენებელია.

„ეს ჯანსაღი და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ მიმართული პროცესია. მოქალაქებს აქვთ უფლება სრულიად დამოუკიდებლად დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია და თუ აქამდე იყვნენ „ოცნების“ შტაბში, ახლა გადავიდნენ ბურჯანაძესთან", - აცხადებს პარუნაშვილი და ამატებს, - "რომელი „ნაციონალი“ გაბედავდა შტაბის დატოვებას და გადავიდოდა სხვა რიგებში?! ამისთვის მას თუ არა, მაშინ მის ბიძაშვილს, დეიდაშვილს ან სხვა ნათესავს დაიჭერდნენ. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული“.

ჟუჟუნაძე ამბობს, რომ მათი რიგებიდან „ბურჯანაძის“ შტაბში გადასვლას არავინ აპირებს, თუმცა თუ ასე იქნება, არც ესაა პრობლემა: „არ უნდათ ჩვენთან დგომა, განსხვავებული აზრი აქვთ?! ღმერთმა ხელი მოუმართოთ! მაგრამ ჭუჭყისა და ლაფის სროლას თავი დაანებონ, ბევრ რაღაცას წერენ და პირი არ გამაღებინონ, იქ მყოფმა წევრებმა“.

"ოცნების" ახალციხის შტაბში კოორდინატორებზე ზეწოლას უარყოფენ

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

"დემოკრატიული მოძრაობისა" და "ოცნების" შტაბების ურთიერთბრალდებები
'ოცნების' ახალციხის შტაბი: 90-იანი წლების შემდეგ ასეთი არჩევნები არ ჩატარებულა
ახალციხის გამგებლის მოადგილემ და მრჩეველმა "ოცნების" შტაბში გადაინაცვლეს
ბურჯანაძის შტაბი პლაკატების ჩამოხევაში „ოცნებას“ ადანაშაულებს
"ოცნება" ახალციხელ ახალგაზრდებს შტაბში გაწევრიანებისკენ მოუწოდებს
ახალციხეში, ‘ქართული ოცნების’ შტაბში, პარტიის წევრები იკრიბებიან
„ქართული ოცნების“ ადიგენის შტაბში ბრიფინგი გაიმართა