FM97.5 / LIVE
სააგიტაციო მასალის ჩამოხევაში „ქართული ოცნების“ აქტივისტებს ადანაშაულებენ.">

ბურჯანაძის შტაბი პლაკატების ჩამოხევაში „ოცნებას“ ადანაშაულებს

მთავარიპოლიტიკა 14.10.2013
ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბის წევრები მათი კანდიდატის სააგიტაციო მასალის ჩამოხევაში „ქართული ოცნების“ აქტივისტებს ადანაშაულებენ.

ბურჯანაძის შტაბი პლაკატების ჩამოხევაში „ოცნებას“ ადანაშაულებს
ნინო ბურჯანაძის ახალციხის შტაბმა საპრეზიდენტო კანდიდატის პლაკატების გაკვრა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. გაკვრიდან მეორე დღეს კი პლაკატები ჩამოხეული დახვდათ. ნინო ბურჯანაძის სარეკლამო მასალა არამხოლოდ ახალციხეში, ახალციხის სოფლებსა და ადიგენშიც ჩამოხიეს.

ბურჯანაძის შტაბი პლაკატების ჩამოხევაში „ოცნებას“ ადანაშაულებს„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“ ახალციხის საარჩევნო შტაბში ვარაუდობენ, რომ პლაკატები ნინო ბურჯანაძის ერთ-ერთი ოპონენტის გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის წევრებმა, „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ჩამოხიეს.

„ჩვენმა აქტივისტებმა დაინახეს კიდეც, რომ „ოცნების“ მხარდამჭერები ხევდნენ პლაკატებს“, - ამბობს „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“ ახალციხის საარჩევნო შტაბის უფროსი გაგა ივანიძე.

„ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბში ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ და ამბობენ, რომ მსგავს პოლიტიკას არ ატარებენ.

ბურჯანაძის შტაბი პლაკატების ჩამოხევაში „ოცნებას“ ადანაშაულებს„თუ ვინმემ მართლა ჩამოხია, ჩვენ აქტივისტებს რატომ აბრალებენ?! დააბრალონ იმ პოლიტიკას, რა პოლიტიკასაც ბურჯანაძის პარტია ატარებს. მე ვერც ვადასტურებ, ვერც უარვყოფ იმას, რომ ჩამოხიეს. მაგრამ, შესაძლებელია უბრალო ამომრჩეველს არ მოსწონს მათი გატარებული პოლიტიკა, არც წარსული, არც დღევანდელი და არც მომავალი, რა პროგრამაც წარადგინეს, აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ პლაკატები ამომრჩეველმა ჩამოხია, - ამბობს „ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის უფროსი მალხაზ ჟუჟუნაძე და ამატებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდად მიმდინარეობს და ასეთი დემოკრატიული წინასაარჩევნო პერიოდი ქვეყანაში არასდროს ყოფილა.

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“ ახალციხის საარჩევნო შტაბში ამბობენ, რომ აღნიშნულ ფაქტს აუცილებლად მოყვება შესაბამისი რეაგირება.ბურჯანაძის შტაბი პლაკატების ჩამოხევაში „ოცნებას“ ადანაშაულებს

„ამაზე აუცილებლად გაკეთდება განცხადება და შემდგომ შესაბამისი ორგანოებიდან მოყვება რეაგირებები“, - ამბობს გაგა ივანიძე.

შეგახსენებთ, პლაკატები ადიგენშიც ჩამოხიეს და ამის შესახებ ადიგენის შტაბმა უკვე მიაწოდა ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებს.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხესა და ადიგენში ნინო ბურჯანაძის პლაკატები ჩამოხიეს
რაში ადანაშაულებს ბურჯანაძის შტაბი ახალციხის ციხის დირექტორს
'ოცნების' ახალციხის შტაბი: 90-იანი წლების შემდეგ ასეთი არჩევნები არ ჩატარებულა
ბურჯანაძის შტაბი: 'ახალციხეში საკმაოდ კარგი მაჩვენებელი გვაქვს'
"დემოკრატიული მოძრაობისა" და "ოცნების" შტაბების ურთიერთბრალდებები
იუსტიციის მინისტრის დაგეგმილი ვიზიტი ვალეში და დახეული პლაკატები
"ოცნების" ახალციხის შტაბში კოორდინატორებზე ზეწოლას უარყოფენ