FM97.5 / LIVE

რატომ დაეკისრებათ საპროექტო ორგანიზაციებს სანქციები

მთავარიეკონომიკა 13.10.2013
სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტურული პროექტების ხარვეზებით განხორციელებისთვის, საპროექტო ორგანიზაციებს სანქციები დაეკისრებათ.

რატომ დაეკისრებათ საპროექტო ორგანიზაციებს სანქციები
ამის შესახებ მთავრობის კანცელარიის რეგიონულ და თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი მელაშვილმა განაცხადა.

დღეს, 13 ოქტომბერს, ირაკლი მელაშვილი სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტის გამგებელს შეხვდა. შეხვედრის მიზანი რეგიონში განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ საკითხების განხილვა იყო.

„სოფელში წყალს რომ გაიყვან და წყალი არ მივა, ბუნებრივია, ამის გამო დამპროექტებელს პასუხი მოეთხოვება“, - აცხადებს მელაშვილი.

მისი თქმით, ამ თვალსაზრისით ისე, როგორც მთელ საქართველოში, რამდენიმე პროექტი სამცხე-ჯავახეთშიც გამოიკვეთა.

„პირველ რიგში პრობლემები იყო საპროექტო ორგანიზაციებთან. რამდენიმე მათგანმა ხარისხიანად ვერ შეასრულა სამუშაოები, რაც გავლენას ახდენს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე. რეგიონში ყველაზე მთავარი პრობლემა საპროექტო ორგანიზაციებს უკავშირდებოდა“, - ამბობს მელაშვილი და ამატებს, რომ შედგება სია ასეთი საპროექტო ორგანიზაციების, - ეს იმიტომ, რომ მათ გარკვეული სანქციები დავუწესოთ. ყველამ უნდა იცოდეს, სახელმწიფო თანხას რომ გამოყოფს, ის ეფექტურად უნდა დაიხარჯოს“.

მისივე თქმით, სამცხე-ჯავახეთთან შედარებით სერიოზული ჩამორჩენაა სხვა რეგიონებშიც: „ეს ხარვეზები ახლა სწორდება“.

გარდა ცუდად შესრულებული პრექტებისა, მელაშვილმა გამგებლებისგან მომავალი წლის პრიორიტეტების შესახებაც მოისმინა. მან კიდევ ერთხელ გააცნო გამგებლებს უწყებათაშორისი კომისიის დოკუმენტი.

„რომელიც ძალიან მკაცრ რეგლამენტაციას ახდენს გამგეობის თნამშრომლების ქმედებებზე წინასაარჩევნო პერიოდში. კიდევ ერთხელ განვუმარტეთ გამგეობის თანამშრომლებს, რომ მათ არ აქვთ უფლება ჩაერთონ წინასაარჩევნო კამპანიაში“, - დასძენს ირაკლი მელაშვილი.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის „ოცნება“ მეუფე თეოდორეს შეხვდა
სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს
მუნიციპალიტეტები ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას იწყებენ
თვითმმართველობის არჩევნები 2014 წლის ივნისში გაიმართება
რა საკითხებზე ისაუბრა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა პრემიერთან შეხვედრაზე
კოალიცია ”არჩევანის თავისუფლებისთვის” ახალციხის არასამთავრობო სექტორს შეხვდა
ირაკლი შიხიაშვილი სამცხე–ჯავახეთის ვეტერანებს შეხვდა