FM97.5 / LIVE

ირაკლი შიხიაშვილი სამცხე–ჯავახეთის ვეტერანებს შეხვდა

მთავარისაზოგადოება 08.11.2014
ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი სამცხე–ჯავახეთში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და მათ კითხვებს უპასუხა.

ირაკლი შიხიაშვილი სამცხე–ჯავახეთის ვეტერანებს შეხვდა

შეხვედრა დღეს, 8 ნოემბერს, მესხეთის (ახალციხის) სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ვეტერანები ახალციხეში ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელთან შესახვედრად და საკუთარი პრობლემების მოსაყოლად ჩამოვიდნენ.

"ვეტერანებს ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ, პირველ რიგში ეს არის უმუშევრობა. ვეტერანების უმეტესობა დაუსაქმებელია. არიან ადამიანები, რომლებსაც პენსიაც არ აქვთ. რაიონებში მიწები აქვთ და რაღაც შემოსავალი მაინც აქვთ, მაგრამ თბილისში ესეც არ აქვთ", – ამბობს ბეგლარ მიქუტიშვილი.

ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი შეხვედრებს საქართველოს ყველა რეგიონში მართავს. ირაკლი შიხიაშვილის თქმით, ძირითადი პრობლემა რაც დღეს ვეტერანებს აწუხებთ, ეს არის დასაქმებისა და ჯანმრთელობის მოწესრიგების პრობლემა.

"ჩვენ პრიორიტეტები სწორედ ამისკენ გვაქვს მიმართული. ივსება კითხვარები, რომელიც მოგვცემს სრულყოფილი კვლევის ჩატარების საშუალებას. ვმუშაობთ უკვე სიტუაციურ ანალიზზე, იმისათვის, რომ სტრატეგია შევქმნათ, რომლის საშუალებითაც გვექნება პროექტები. ამ პროექტების განხორციელების შემდეგ ამ პრობლემებს მაქსიმალური ყურადღება უნდა მიექცეს თითოეულ რეგიონში", – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

ვეტერანებმა დღეს ყურადღება 22-ლარიან დახმარებაზეც გაამახვილეს, რომელსაც ისინი სახელმწიფოსგან ყოველთვიურად იღებენ.

“ჯერ ვსწავლობთ ამ პრობლემას და მერე მაქსიმუმს გავაკეთებთ, რისი საშუალებაც გვექნება", – ამბობს ირაკლი შიხიაშვილი.

ვეტერანებთან შეხვედრას ესწრებოდნენ მხარის გუბერნატორი და რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.

ქალაქ ახალციხის მერის გიორგი კოპაძის თქმით, სამომავლოდ შეიქმნება ახალი პროგრამები, რომლებიც სპეციალურად ვეტერანებისთვის იქნება განსაზღვრული.

"სულ მალე იქნება პრეცედენტი, როცა მხოლოდ ვეტერანებს მივიღებთ სამსახურში. გარდა ამისა ქალაქში დაიდგმება მემორიალები და უფრო მეტი ყურადღება მიექცევა მათ", – განაცხადა გიორგი კოპაძემ.

ირაკლი შიხიაშვილი სამცხე–ჯავახეთის ვეტერანებს შეხვდა

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ვეტერანების დღე აღნიშნეს
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების პენსია გაორმაგდება
დავით თევზაძე მესხეთში ვეტერანებს შეხვდა
300 ლარი საჩუქრად გამგეობისგან ახალქალაქელ ვეტერანებს
ყინულის ფესტივალი ბაკურიანში – ქანდაკებებს ვეტერანები გამოფენენ
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ღირსების ორდენი გადაეცათ
ჯიმშერ გოგოლაური: შეხვედრაზე ქალაქის მერის ზღაპრების მოსასმენად არ მივსულვარ