FM97.5 / LIVE

მუნიციპალიტეტები ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას იწყებენ

მთავარიეკონომიკა 17.01.2014
რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სამცხე-ჯავახეთში პირველ ეტაპზე 25 პროექტი დამტკიცდა. მუნიციპალიტეტები საპროექტო სამუშაოებს უახლოეს პერიოდში დაიწყებენ.

მუნიციპალიტეტები ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას იწყებენ
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის პირველ ეტაპზე 135 მილიონი ლარი გამოყო, აქედან სამცხე-ჯავახეთში 11,570,015 ლარის ღირებულების 25 პროექტი დამტკიცდა. მათ შორის 18 პროექტი გზებისა და ხიდების რეაბილიტაციას, 2 პროექტი წყლის სისტემის მოწესრიგებას, 5 პროექტი კი ეზოებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოწერიგებას გულისხმობს.

ახალციხის მუნიციპალიტეტში პირველ ეტაპზე 7 პროექტი დაფინანსდა, რისთვისაც 4,600,000 ლარი გამოიყო. თუმცა, როგორც ადგილობრივ თვითმართველობაში განმარტავენ ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არ არის გარკვეული კონკრეტულად რა სამუშაოები შესრულდება.

ორი პროექტი დაფინანსდა ადიგენის მუნიციპალიტეტში; დაბა ადიგენის ქუჩების მოასფალტება და სოფლების - ვარხანისა და წახანის მოასფალტება, რისთვისაც 994 ათასი ლარი უკვე გამოიყო.

როგორც ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არსენ ბალახაშვილი ამბობს, მეორე ეტაპისთვის კიდევ სამი პროექტი აქვთ მზად.

„იგეგმება სოფელ ადიგენის გზის რეაბილიტაცია, სოფელ ჩორჩანის საკრებულოს სამივე სოფლისა და ასევე, სოფელ მლაშის სასმელი წყლის სისტემების რებილიტაცია, - განმარტავს არსენ ბალახაშვილი და აქვე ამატებს, რომ უკვე დამტკიცებული პროექტების განხორციელებას უახლოეს მომავალში დაიწყებენ: გუშინ მოგვივიდა მთავრობის დადგენილება. საპროექტი სამუშაოებისთვის 30 ათასი ლარი უკვე გამოიყო. რამდენიმე დღეში კი საპროექტო სამუშაოებზე ტენდერსაც გამოვაცხადებთ“.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ორი პროექტი დააფინანსა ასპინძის მუნიციპალიტეტშიც. პირველ ეტაპზე დაგეგმილია სოფელ ხიზაბავრასა და დამალას გზების რეაბილიტაცია.

„სამინისტროსთან ორი პროექტი კიდევ გვაქვს შეთანხმებული, ასპინძის შიდა ქუჩების რეაბილიტაცია და საკანალიზაციო შემკრები სისტემის გაკეთება“, - ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე პაპაშვილი.

რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში პირველ ეტაპზე 5 პროექტი განხორციელდება. აღნიშნული პროექტების ღირებულება ჯამში 2,557,300 ლარს შეადგენს.

„სამინისტროში 10 პროექტი გვქონდა გაგზავნილი, თუმცა პირველ ეტაპზე მხოლოდ 5 დაგვიფინანსეს“,-ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლი დიმიტრი ბერიძე.

მისივე თქმით, გასული წლის მსგავსად წელსაც ძირითადად გზების, ხიდების, სასმელი და საკანალიზაციო სისტემის რებილიტაცია იგეგმება.

როგორც რეგიონის მუნიციპალიტეტებში განმარტავენ გასულ წელთან შედარებით წელს გაიზარდა როგორც პროექტების რაოდენობა ასევე დაფინანსებაც.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი ვერ დასრულდა. მუნიციპალიტეტებიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით რეგიონში დაგეგმილი პროექტებიდან 43 პროექტი (78%) დასრულებულია, დანარჩენი 12 (22%) პროექტის დასრულება კი გასულ წელს ვერ მოესწრო.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძის მუნიციპალიტეტში მთავარ პრიორიტეტად ისევ გზა დარჩა
ადიგენს პირველ ეტაპზე 2 პროექტი დაუფინანსდა
რა ინფრასტრუქტურული პროექტები დაიგეგმა ახალციხეში
ახალციხე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 3,234,685 ლარს მიიღებს
ახალციხეში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადრეულად დაიწყებენ
ახალციხეში დაგეგმილი 19 პროექტიდან, 3 გარდამავალ პროექტებში გადავიდა
2,557,300 ლარი ბორჯომის მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის