FM97.5 / LIVE

ახალციხის „ოცნება“ მეუფე თეოდორეს შეხვდა

მთავარიპოლიტიკა 13.10.2013
დღეს, 13 ოქტომბერს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის წევრები, სამომავლო გეგმების გაცნობის მიზნით, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტს შეხვდნენ.

ახალციხის „ოცნება“ მეუფე თეოდორეს შეხვდა
„ოცნების“ შტაბის წარმომადგენლები მეუფე თეოდორეს და ახალციხის ეპარქიის სხვა სასულიერო პირებს რეზიდენციაში ესტუმრნენ. შეხვედრას შტაბის წევრებთან ერთად მთავრობის კანცელარიის რეგიონულ და თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმდჯომარე ირაკლი მელაშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილიც ესწრებოდნენ.

„ასეთი შეხვედრები მეტად გაგვაერთიანებს. ყველაზე მეტად რაც გვჭირდება, ეს არის ერთობა ერსა და ბერს შორის. ასევე, ერთობა საქართველოში მცხოვრებ ყველა ეთნიკურ თუ რელიგიურ ჯგუფს შორის. მოხარული ვარ, რომ გადაწყვიტეთ ასეთი შეხვედრის მოწყობა. სიამოვნებით მოვისმენ თქვენი სამომავლო მიზნების შესახებ“, - მიმართა მეუფე თეოდორემ შეკრებილ სტუმრებს.

შეხვედრა ნახევარ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და ამ ხნის განმავლობაში რელიგიის შესახებ კანონის შეცვლაზე, ასევე ამ მიმართულებთ ქვეყანაში ბოლო დროს გაჩენილ პრობლემებზე ისაუბრეს.

„არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც, გპირდებით, მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები. მე იმ კომისიის წევრიც ვარ, რომელიც საპატრიარქოსა და მთავრობას შორის არის შექმნილი. ბევრი საკითხია ისეთი, რომელიც არ შეიძლება გადაუწყვეტელი იყოს“, - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა, რომელიც მისივე თქმით, ახალციხეში გამგებლებთან დაგეგმილი შეხვედრისთვის ჩამოვიდა და მეუფესთან სტუმრად არა „ოცნების“ შტაბის დაგეგმილი შეხვედრის გამო, არამედ, მის მოსანახულებლად მივიდა.

მელაშვილი ამბობს, რომ საუბედუროდ, ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც მხოლოდ პოლიტიკურ ნებაზე იყო დამოკიდებული, ქვეყანაში მოუგვარებულია: „ასეთია მაგალითად ჯვრისწერა. სირცხვილია 21-ე საუკუნეში არ იყოს გარკვეული, მიიჩნევა თუ არა ჯვრისწერა იმ დაოკუმენტად, რომლითაც ოჯახის შექმნა დადასტურდება“.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მეუფემ „ოცნების“ წევრები დალოცა და მათ წარმატებები უსურვა: „ჩვენთან ყოველთვის მოდიან სხვადასხვა პოლიტიკოსები და არასდროს უარს არ ვეუბნებით არავის. ეკლესია არის საყოველთაო, ის არ არის კონკრეტულად რომელიმე პარტიის არც მხარდამჭერი და არც მოწინააღმდეგე. ვღებულობთ ყველას, ვინც მოვა ჩვენთან“.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის უფროსის მალხაზ ჟუჟუნაძის განცხადებით, მსგავსი ტიპის შეხვედრები დაგეგმილია როგორც სომხური სამოციქულო, ასევე კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებთანაც.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

"ოცნება" სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდა
პრეზიდენტობის რომელ კანდიდატს უმასპინძლდება პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე თეოდორე?
„ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის სამომავლო გეგმები (R)
მეუფე თეოდორე: „გამოდის, რომ ჩვენ სახელმწიფოში არ ვცხოვრობთ“
"ოცნება" ახალციხის სოფლების შემოვლას აგრძელებს(R)
სახალხო დამცველი  მეუფე თეოდორეს და გუბერნატორს შეხვდა
მეუფე თეოდორეს  რეზიდენციაში თურქეთის დელეგაციის მიღება დასრულდა