FM97.5 / LIVE

ტაბაწყურის ახალგაზრდები ბიუჯეტის დაგეგმვაში ჩაერთვნენ

მთავარიეკონომიკა 11.10.2013
ტაბაწყურის ახალგაზრდები ადგილობრივ ხელისუფლებას საფეხბურთო მოედნის კეთილმოწყობას, სპორტული დარბაზის ინვენტარით აღჭურვას და სპორტული და შემეცნებითი შეჯიბრებების მოსაწყობად ბიუჯეტში თანხის გათვალისწინებას სთხოვენ.

ტაბაწყურის ახალგაზრდები ბიუჯეტის დაგეგმვაში ჩაერთვნენ
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურში მცხოვრები ახალგაზრდები ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებს დღეს ტაბაწყურის სკოლაში შეხვდნენ. მათ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს მათ მიერ სოფლისთვის გამოკვეთილი სამი პრიორიტეტი დაუსახელეს.

საფეხბურთო (კომბინირებული) მოედნის კეთილმოწყობა; სპორტული დარბაზის ინვენტარით აღჭურვა და სპორტული და შემეცნებითი შეჯიბრებებისა და ღონისძიებების მოწყობა - ის სამი საკითხია, რომლის მოსაგვარებლადაც ტაბაწყურის ახალგაზრდებმა თვითმმართველობას თანხების გათვალისწინება სთხოვეს. გამგებლის მოადგილე კი დაჰპირდა, რომ მათ რეკომენდაციებს 2014 წლის ბიუჯეტის შედგენისას, ”კულტურის, რელიგიის, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სპორტის” პროგრამაში აუცილებლად გაითვალისწინებენ.

ახალგაზრდებმა ბიუჯეტის დაგეგმვაში ჩართვაზე ფიქრი საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის თანამშრომლების დახმარებით დაიწყეს.

ვიდრე თვითმმართველობასთან შეახვედრებდნენ, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის თანამშრომლებმა ახალგაზრდებთან სამი შეხვედრა გამართეს. შეხვედრების მიზანს ადგილობრივი ახალგაზრდების საჭიროებების გამოვლენა და პრიორიტეტულობის განსაზღვრა წარმოადგენდა.

პრობლემების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან განხილვა მომდევნო ეტაპი იყო.
როგორც ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში განმარტავენ, ყველა ზემოაღნიშნული შეხვედრის საბოლოო მიზანს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი პროგრამების გაუმჯობესება, ბენეფიციარების უშუალო თანამონაწილეობის ხელშეწყობით, პროგრამული ბიუჯეტების დაგეგმვის პროცესში.

ტაბაწყურის ახალგაზრდები ბიუჯეტის დაგეგმვაში ჩაერთვნენ

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სტუდენტები ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვაში ჩაერთვებიან
რას ითხოვენ სტუდენტები ახალციხის თვითმმართველობისგან?
ახალციხის მერი ბაღის მენეჯერებსა და შშმ პირებს შეხვდა
ტაბაწყურის  საძოვრების საქმეზე ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი დაკითხეს
ახალციხის მერია ადგილობრივებს 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში ჩართვას სთავაზობს
ბაკურიანი–ტაბაწყურის დამაკავშირებლი გზა გაიხსნა
'არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი' - საინფორმაციო შეხვედრა ახალციხეში