FM97.5 / LIVE

ახალციხის მერი ბაღის მენეჯერებსა და შშმ პირებს შეხვდა

მთავარიპოლიტიკა 26.11.2014
ახალციხის მერი გიორგი კოპაძე ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მენეჯერებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შეხვდა. შეხვედრაზე 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

ახალციხის მერი ბაღის მენეჯერებსა და შშმ პირებს შეხვდა

შეხვედრაზე, ქალაქის ბიუჯეტში საბავშო ბაღებისა და შშმ პირებისთვის გათვალისწინებულ თანხებზე იმსჯელეს. განხილვას საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

„შეხვედრა GIZ-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეების ჩართულობას ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში. შევარჩიეთ ორი პროგრამა: სოციალური და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანება“, – განმარტავს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის განათლების ცენტრის მენეჯერი მადონა კოტია.

საბავშვო ბაღების მენეჯერებმა ბაღების პრობლემებზე ისაუბრეს.

„ჩვენი ბიუჯეტის ერთი მეოთხედი, დაახლოებით მილიონ ნახევარი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვისაა გათვალისწინებული. ძირითადი კითხვები, რაც ბაღის გამგეებს ჰქონდათ იყო ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით. მეც ვფიქრობ, რომ ძალიან დაბალი ხელფასებია, მაგრამ მომდევნო წლის ბიუჯეტში ამის საშუალება არ არის“, – ამბობს ქალაქ ახალციხის მერი გიორგი კოპაძე და ამატებს, რომ თუ საბავშვო ბაღები სხვა მიმართულებით დაზოგავენ თანხებს და ამის ხარჯზე ხელფასები გაიზრდება, წინააღმდეგი არ იქნება.

მისივე თქმით, მომავალი წლისთვის იგეგმება ბაღების რეაბილიტაცია: „უნდა გადავწყვიტოთ, შევაერთოთ სხვადასხვა ბაღები, რომლებსაც არ აქვთ გაფართოების პერსპექტივა, ან გამოვძებნოთ ახალი ადგილები. ჯერ იგეგმება მეოთხე საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. დაახლოებით ოთხ ბაღს სჭირდება შეკეთება“.

შეხვედრაზე განიხილეს სოციალური პაკეტიც. ბიუჯეტში უსინათლოებისთვის ყოველთვიურად 20–ლარიანი დახმარებაა გათვალისწინებული და ამისთვის, 13.200 ლარია განსაზღვრული.

„მათ განსაკუთრებით უჭირთ საკუთარი თავის რეალიზება. მათ არ შეუძლიათ თუნდაც სადმე მზესუმზირა გაყიდონ. ეს ჩვენთვის დიდი შეღავათია“, – ამბობს „უსინათლოთა კავშირის“ სამცხე–ჯავახეთის ფილიალისთავმჯდომარე ხათუნა ახობაძე.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ შშმ პირებისთვის ქალაქის ქუჩები და შენობები ადაპტირებული არ არის, რაზეც მერიამ აუცილებლად უნდა იზრუნოს.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ოქტომბრიდან ახალციხეში საბავშვო ბაღების თანამშრომლებს ხელფასები მოემატებათ
საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია - რა იგეგმება ახალქალაქში?
ვალეში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება
ახალქალაქში, ორ სოფელში საბავშვო ბაღები აშენდება
ბორჯომის საბავშვო ბაღის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ტარდება
სტუდენტები ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვაში ჩაერთვებიან
ახალციხის მერმა  ბაგა–ბაღები მოინახულა