FM97.5 / LIVE
ტაბაწყურის საძოვრების საქმეზე, ბორჯომის საკრებულოს დეპუტატმა და გამგებლის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი გიუაშვილმა ჩვენება მისცა;">

ტაბაწყურის საძოვრების საქმეზე ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი დაკითხეს

მთავარისამართალი 24.01.2016
სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში ტაბაწყურის საძოვრების საქმეზე, ბორჯომის საკრებულოს დეპუტატმა და გამგებლის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი გიუაშვილმა ჩვენება მისცა;

ტაბაწყურის  საძოვრების საქმეზე ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი დაკითხეს
სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურა ტაბაწყურში საძოვრებთან დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელბის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე, საქმეს სსკ–ის 332–ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს.

საქმეზე ძიება დაახლოებთ ორი წლის წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ შესული განცხადების საფუძველზე დაიწყო, ამ ხნის განმავლობაში სხვა მოწმეებთან ერთად დაიკითხა თითქმის ყველა მწყემსი, რომელიც აქ პირუტყვს აძოვებდა.

პროკურატურაში მოწმის სახით დასაკითხად ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი, „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი და გამგებლის ყოფილი მოადგილე გიუაშვილი 21 იანვარს დაიბარეს. მისი თქმით, იგი გამომძიებელი ვანო კაჭკაჭიშვილის შეკითხვებს სამი საათის განმავლობაში პასუხობდა.

„გამოძიებას აინტერესებს რამდენად სწორად ხდებოდა მაშინ აქ საძოვრების გაცემა და განაწილება. 2013 წელს, მაშინ როცა ამაზე ძიება დაიწყეს, გამგებლის მოადგილე ვიყავი და სოფლის მეურნეობის მიმართულებას ვკურირებდი. მკითხეს საძოვრების საკითხთან დაკავშირებით ვინ მოდიოდა გამგეობაში, როგორ ვაკვალიანებდით, რას იხდიდნენ, სად და რამდენს“, – ამბობს გიუაშვილი.

მისი განცხადებით, მას შემდეგ რაც ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა და „ოცნების“ მთავრობა მოვიდა, ბორჯომის გამგეობაში იმ ადამიანების რიგები იდგა, რმლებიც აქ საძოვრებს იყენებდნენ: „გვეუბნებოდნენ, წლების განმავლობაში ფულს საძოვრების გამოყენების სანაცვლოდ ვიღაცეებს ხელზე ვაძლევთ, მოგვეცით ანგარიში ნომერი, სადაც ამ თანხას ბიუეჯტის სასარგებლოდ ჩავრიცხავთო“.

გიუაშვილის მტკიცებით, სწორედ ამ პერიოდში მან ბიუჯეტის სასარგებლოდ ტაბაწყურის საძოვრებიდან მიწით სარგებლობის გადასახადი 207 000 ლარი შეიტანა: „მანამდე რომელი მაღალჩინოსნების ჯიბეში მიდიდოა ეს ფული, გამოძიებამ ძალიან კარგად იცის. გამგეობას იქ მიწები არ გაუსხვისებია და ჰექტარზე კანონით დადგენილ 17 თუ 18 ლარს ხალხს ბიუეჯტში ვახდევინებდით“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიის ყოფილი თანამშრომლის საქმეზე პროკურატურამ ძიება დაიწყო
ბორჯომის საკრებულოში მომხდარზე შსს–მ ძიება მუქარის მუხლით დაიწყო
საყუნეთში საძოვრების გასხვისების საფრთხეზე საუბრობენ [Video]
ქეთევან ხმალაძის საქმეში ბრალდებულების შესაძლო ცემის ფაქტს პროკურატურა იძიებს
რატომ შევიდა ახალციხის გამგეობაში პროკურატურა?
ტაბაწყურის ახალგაზრდები ბიუჯეტის დაგეგმვაში ჩაერთვნენ
ოპოზიცია ბორჯომის მერიასა და საკრებულოში აუდიტის შესვლას ითხოვს