FM97.5 / LIVE

'არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი' - საინფორმაციო შეხვედრა ახალციხეში

მთავარისიახლე, არჩევნები 17.08.2016
ახალციხის მედია ცენტრში ახალგაზრდებმა ახალციხე-ადიგენის 44-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარისაგან, არჩევნების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

'არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი' - საინფორმაციო შეხვედრა ახალციხეში

დღეს, 17 აგვისტოს ახალციხის დემოკრტიული ჩართულობის ცენტრში გახსნილ მედიაცენტრის ორგანიზებით შეხვედრა იმ ახალგაზრდებთან გაიმართა, ვინც არჩევნებში მონაწილეობას პირველად იღებს.

საინფორმაციო სახის შეხვედრას ათამდე ადგილობრივი ახალგაზრდა დაესწრო.

ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, ნაჩვენები იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მომზადებული სასწავლო ფილმი „კენჭისყრის დღის პროცედურები“, სადაც დეტალურად იყო აღწერილი თუ როგორ იხსნება საარჩევნო უბანი, ხმის მიცემის პროცედურები და საარჩევნო უბნის დახურვა.

„ფილმის ჩვენება მოვაწყეთ ზოგადად კენჭისყრის დღეზე, თუმცა ყურადღება ხმის მიცემის პროცედურებზე გავამახვილეთ. კარგია, რომ ახალგაზრდები ინტერესდებიან ამ არჩევნებით“, - განაცხადა ახალციხე-ადიგენის 44-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარემ თეა გავაშელმა.

კენჭისყრის დღის პროცედურებთან დაკავშირებით ბევრი კითხვები არ ჰქონიათ ახალგაზრდებს. ისინი ძირითადად გადასატან ყუთებთან
დაკავშირებული პროცედურებით დაინტერესდნენ.

„პირველად ვიღებ არჩევნებში მონაწილეობას და იმისათვის, რომ მივიდე არჩევნებში და მივიღო მონაწილეობა, საკმარისი ინფორმაცია მივიღე“,-გვითხრა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ ხატია გიგოლაშვილმა.

საარჩევნო თემატიკაზე ახალგაზრდებთან შეხვედრა ძირითადად ფილმის ჩვენების ნაწილს მოიცავდა. ორგანიზატორების თქმით შეხვედრის მიზანს, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით იმ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს, ვინც არჩევნებში მონაწილეობას პირველად იღებს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საინფორმაციო შეხვედრა ახალციხეში ახალგაზრდა ამომრჩევლებისთვის
ახალგაზრდებს, ვინც არჩევნებში პირველად მონაწილეობს, საარჩევნო პროცედურები გააცნეს
იმიტირებული არჩევნები ახალგაზრდა ამომრჩევლისთვის
  ახალციხის საოლქო კომისია ეთნიკურ უმცირესობებს კენჭისყრის დღის პროცედურებს აცნობს
საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდებისთვის არჩევნების შესახებ
N3 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა
საინფორმაციო ბრიფინგი ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ ®