FM97.5 / LIVE

ქონების სააგენტო ივანიშვილთან დაკავშირებულ საჯარო ინფორმაციას არ გასცემს

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.07.2020
საჯარო ინფორმაცია „სამხრეთის კარიბჭემ“ სახელმწიფო ქონების სააგენტოდან ორჯერ, 16 ივნისს და 13 ივლისს გამოითხოვა, ორივე წერილი, რომლითაც ივანიშვილის კომპანიის სახელმწიფოსთან გარიგებას უკავშირდებოდა, უწყებამ უპასუხოდ დატოვა.

ქონების სააგენტო ივანიშვილთან დაკავშირებულ საჯარო ინფორმაციას არ გასცემს

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, გარდა იმისა, რომ საჯარო ინფორმაცია კანონის გათვალისწინებულ ვადებში არ გასცა, არც განმარტება გაუკეთებია, თუ რატომ ვერ მოგვაწოდა ინფორმაცია.

„სამხრეთის კარიბჭე“ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვნილის კომპანიის სახელმწიფოსთან აღებული ვალდებულების შესახებ ითხოვდა. უფრო კონკრეტულად, საქმე ეხება აბასთუმანში, ყოფილი ტუბდისპანსერის ტერიტორიას, რომელიც ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანია „სანაპიროს ხედმა“ 2019 წელს, ელექტრონულ აუქციონზე შეიძინა.

როგორც ცნობილია, გარიგებას თან ახლდა ვალდებულება, რომელიც „სანაპიროს ხედს“ ქონების პრივატიზაციისას დაეკისრა. საპრივატიზაციო ვალდებულების თანახმად, ამ ადგილზე სასტუმრო და ორი საცხოვრებელი სახლი უნდა აშენდეს. ხელშეკრულება სახელმწიფოსა და ივანიშვილის კომპანიას შორის 2019 წლის 1-ელ მარტს გაფორმდა.

როგორც საჯარო რეესტრის ელექტრონული ბაზიდან ირკვევა, ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილი ივანიშვილის კომპანიამ უკვე შეასრულა, თუმცა ამონაწერებდან ირკვევა რომ გარდა 1–ლი მარტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებისა, კომპანიას კიდევ აქვს ვალდებულება, რომელიც 2019 წლის 20 აგვისტოსაა დარეგისტრირებული.

ჩვენი ორივე წერილი, რომლითაც ქონების სააგენტოდან საჯარო ინფორმაციას ვითხოვდით, სწორედ „სანაპიროს ხედსა“ და სახელმწიფოს შორის დადებულ ხელშეკრულებას უკავშირდებოდა.

რატომ ვერ ხერხდებოდა საჯარო ინფორმაციის გაცემა, კანონით გათვალისწინებულ ვადებში, ამ კითხვით ქონების სააგენტოს პრესსამსახურს არაერთხელ მივმართეთ, თუმცა უწყებაში არავინ მოიძებნა ისეთი, ვინც საკითხზე კომენტარს გააკეთებდა. პრესსამსახურში არც ის დაგვიდასტურეს, იყო თუ არა გასაიდუმლოებული ივანიშვილის კომპანიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება.

კანონით, საჯარო უწყებამ საჯარო ინფორმაცია არაუგვიანეს 10 დღის ვადაში უნდა გასცეს. იურისტი ქეთი ბებიაშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარში ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საქმე ეხებოდა საიდუმლო ინფორმაციას, უწყება ვალდებული იყო ამის შესახებ ინფორმაციის მომთხოვნისთვის წერილობით ეცნობებინა. თუმცა უწყებიდან დღემდე არანაირი პასუხი არ მიგვიღია.

ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა შპს “სანაპიროს ხედმა” აბასთუმანში ყოფილი ტუბდისპანსერის ტერიტორია მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობოებით, 3 540 000 ლარად 2019 წლის თებერვალში შეიძინა.

შპს “სანაპიროს ხედის“ დამფუძნებელი და 100%–იანი წილის მფლობელი ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია „ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელია“, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება.

[რობი ზარიძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ აბასთუმანში კიდევ ერთი ნაკვეთი შეიძინა
აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო დემონტაჟის შემდეგ [ფოტო]
აბასთუმანში ტუბსაავადმყოფოს დემონტაჟი მიმდინარეობს
გარემოსდამცველები აბასთუმანში საპროტესტო აქციებს გეგმავენ
 'ქართუმ' ერთი შენობის სანაცვლოდ სახელმწიფოსგან 50 ათას კვ.მ-მდე მიწა მიიღო
აბასთუმანში ‘ცისარტყელას’ მიმდებარე ტერიტორია ნახევარ მილიონად იყიდება
რატომ დათმო საპატრიარქომ მიწა ივანიშვილის სახლთან აბასთუმანში