FM97.5 / LIVE

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ახალციხეში გაცნობითი შეხვედრა გამართა

მთავარისაზოგადოება 31.07.2013
რა სერვისებს სთავაზობს მოსახლეობას ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო და როგორ უნდა გამოიყენონ ვებ-გვერდი www.eauction.ge საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა, - ამ საკითხებზე დღეს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ახალციხეში გაცნობითი შეხვედრა გამართა
შეხვედრას, რომელიც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა, რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ჩვენ განვიხილეთ ელექტრონული პორტალის www.eauction.ge-ს მუშაობა, თუ რა სერვისები შეუძლია შესთავაზოს მოსახლეობას, ასევე ვისაუბრეთ მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მოსახლეობა დაინტერესდა, როგორ უნდა მოგვმართონ და განათავსონ ინფორმაცია ვებ-გვერდზე, ასევე დაისვა კითხვები სატარიფო გეგმასთან დაკავშირებით“, - განმარტავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ქეთევან კიკნაძე.

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას დღეს პირველად შეხვდნენ.

„ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რომელიც ითვალისწინებდა, როგორც სახელმწიფო დაწესებულებების, ასევე კერძო და იურიდიულ პირებისთვის ინფორმაციის მიწოდებას, რა ფუნქცია აქვს ჩვენს ორგანიზაციას, როგორ ხორციელდება ჩვენს ვებ-გვერდზე ყიდვა-გაყიდვის პროცედურები, მკაცრი აღრიცხვის ბარათებთან დაკავშირებული პროცედურები და ასე შემდეგ“, - ამბობს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსი გიორგი კახნიაშვილი.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობა ნაკლებად აქტიურობს.

„გასულ წელს გვქონდა შეხვედრები და თბილისში გვყავდა მოწვეული სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები, მაგრამ რადგან ვიგრძენით, რომ გარკვეულ რეგიონებში არის ჩავარდნები, ნაკლები აქტიურობა შეინიშნება, ამიტომ გადავწყვიტეთ ვესტუმროთ თითოეულ რეგიონს და შევთავაზოთ ჩვენი სერვისები“, - ამბობს ქეთევან კიკნაძე.

სააგენტოს წარმომადგენლების თქმით, სამცხე-ჯავახეთის შემდეგ მოსახლეობას სხვა რეგიონებშიც შეხვდებიან და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდიან.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მომსახურების სააგენტოს ახალციხელ თანამშრომლებს ნარკოლოგიურად ამოწმებენ
რა უნდა ცხენს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ეზოში
ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობით დაინტერესდა
როდის გადახურავენ სახურავგადახდილ კორპუსს?
სამცხე–ჯავახეთში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე დანიშნეს
შსს-ს მომსახურების სააგენტოს ახალი დირექტორი ჰყავს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს სამცხე–ჯავახეთში ახალი უფროსი ჰყავს