FM97.5 / LIVE

ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობით დაინტერესდა

მთავარი 30.07.2013
როგორ მიმდინარეობს სამცხე-ჯავახეთში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, - ამ საკითხზე დღეს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსმა რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ისაუბრეს.

ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობით დაინტერესდა
საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მეორე ეტაპი 1 ივლისს დაიწყო. სამინისტროს წარმომადგენლები ახალციხეში ერთი თვის განმავლობაში გაწეული მომსახურებით დაინტერესდნენ.

„ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო და სოციალური მომსახურების სააგენტო ვმართავთ შეხვედრებს სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან, რათა შევაჯამოდ ამ ერთი თვის განმავლობაში გაწეული მუშაობა და ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რამაც თავი იჩინა პროგრამის განხორციელების პროცესში“, - განმარტავს სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი ნოე ქინქლაძე და ამატებს, რომ სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან შეხვედრამ აჩვენა, რომ აღნიშნული პროგრამა ნორმალურად, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს, - ძალიან ბევრი შემთხვევა დაფინანსდა სახელმწიფოს მიერ, როგორც მშობიარობა, ასევე განხორციელდა ონკოლოგიური პაციენტების მომსახურება, ჩვენ ვაფასებთ, რომ პროგრამა არსებითი პრობლემების გარეშე მიმდინარეობს“.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ პროგრამის მიმდინარეობის პროცესში განსაკუთრებული პრობლემები არ ყოფილა.

„არსებობდა პაციენტთა იდენტიფიკაციის კუთხით გარკვეული შეკითხვები, რომლებსაც ერთად გავივლით და შევაჯერებთ, კონკრეტულ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს, როგორც სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი, ასევე ექიმი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მარიამ ჯაშმა.

დღევანდელ შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტის სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ძალიან დიდი შვებაა მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით 6-დან 60-წლამდე ადამიანებისთვის, რომლებიც მანამდე არ იყვნენ დაზღვეული და პირველი ივლისიდან დაემატა სერიოზული პაკეტი, რასაც ჰქვია გეგმიური შემთხვევების მართვა. ეს ძალიან დიდ მხარდაჭერას მოუტანს ჩვენს მოსახლეობას და ძალიან კარგი პროგრამაა“, - ამბობს შპს „ახალციხის კლინიკა იმედის“ დირექტორი დავით მაისურაძე.

საყოველთაო ჯანდაცვის სახლმწიფო პროგრამის პირველი ეტაპი საქართველოში მიმდინარე წლის თებერლიდან ამოქმედდა. სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე ადამიანების რიცხვი საკმაოდ მაღალია.

„დღეის მდგომარეობით, თებერვლიდან მოყოლებული, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების 1346 შემთხვევა გვაქვს, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების - 246. 1 ივლისიდან დღემდე საკეისრო კვეთის 11 და ფიზიოლოგიური მშობიარობის 99 შემთხვევაა“, - განმარტავს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსის მოადგილე ლუიზა იოსელიანი.

დღესვე მოსახლეობას დაურიგდა ქართულ და სომხურ ენებზე დაბეჭდილი საინფორმაციო ბუკლეტები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ.

შეხვედრის შემდეგ სამინისტროს წარმომადგენლებმა სამედიცინო დაწესებულებები მოინახულეს.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ერთწლიანი შედეგი
ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო დაზღვევის სტატისტიკას აქვეყნებს
საყოველთაო დაზღვევით ახალციხეში 148 პაციენტმა ისარგებლა
ჯანდაცვის სამინისტრომ საავადმყოფოების მონიტორინგი დაიწყო
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დღეიდან დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა
1-ელი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება
როგორ უნდა გადავაადგილდე სამედიცინო მომსახურების მისაღებად?