FM97.5 / LIVE
ტარიელ ნაკაიძე: ჭელაში მინარეთი აუცილებლად უნდა აღდგეს

ტარიელ ნაკაიძე: ჭელაში მინარეთი აუცილებლად უნდა აღდგეს

მთავარისაზოგადოება 11.10.2013
ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის ტარიელ ნაკაიძის თქმით, მუსლიმური თემი იბრძვის იმისთვის, რომ სოფელ ჭელას მეჩეთს მინარეთი კვლავ დაუბრუნდეს.

ტარიელ ნაკაიძე: ჭელაში მინარეთი აუცილებლად უნდა აღდგეს
„მინარეთი მეჩეთის განუყოფელი ნაწილია და მუსლიმური აღმსარებლობის ადამიანის ღირსება. აქედან გამომდინარე, ის აუცილებლად უნდა აღდგეს, ეს არის ჩვენი ბრძოლის მთავარი მიზანი და ყველა გზას გავივლით იმისთვის, რომ ის შეცდომა, რომელიც სახელმწიფოს მიერ იქნა დაშვებული, გამოსწორდეს“, - აცხადებს ტარიელ ნაკაიძე.

ნაკაიძე ამბობს, რომ არაერთხელ განაცხადა და კიდევ იმეორებს, რომ მინარეთი ყველა იმ წესის დაცვით დაიდგა, რა წესებითაც საქართველოში შენდება საკულტო ნაგებობები: „თუ ამ წესის მიმართ არსებობს რაიმე სახის შეკითხვა, კრიტიკა, ან პრეტენზია, მზად ვართ ეს პრეტენზიები გავითვალისწინოთ და არსებული კანონმდებლობის ფარგლებში მოვექცეთ. მაგრამ, საბოლოოდ ის, რომ მინარეთი უნდა აღდგეს, ეს არის ფაქტი“.

ტარიელ ნაკაიძე ფიქრობს, რომ მინარეთის დემონტაჟის საკითხი გასცდა რელიგიურ მომენტს და ეს არის საქართველოში მრავალფეროვნების, რელიგიური უმცირესობების საკითხის საფრთხის ქვეშ დაყენება.

კითხვაზე, როგორ ფიქრობს, გამოიწვევს თუ არა ქრისტიან მოსახლებაში მინარეთის კვლავ აღმართვა გარკვეულ პროტესტს, ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ აიყოლონ ქრისტიანი მოსახლეობა.

„შეხვედრებიდანაც ჩანს, რომ ზოგადად ქრისტიანი მრევლი დაპირისპირების მთავარი ღერძი არ არის. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამას პროვოცირებენ და ის მრევლიც, ვინც არ არის დაპირისპირებული, იცავს იმ პოზიციას, რომ მათ გვერდით უნდა იდგეს“, - ამბობს ტარიელ ნაკაიძე.

შეგახსენებთ, 5 ოქტომბერს მუსლიმური თემის წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ. შეხვედრის ერთ-ერთი თემა მინარეთის დაბრუნება იყო. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მინარეთის დაბრუნება სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა მოექცეს.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ტარიელ ნაკაიძე: 'ჭელა კარგი პრეცენდენტია'
ტარიელ ნაკაიძე: გამოდის, ყველა მინარეთი უნდა მოინგრეს
ტარიელ ნაკაიძე: ჭელის მცხოვრებლები პოლიციამ დააშინა
ტარიელ ნაკაიძე შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდებს
ტარიელ ნაკაიძე: ჯემალ პაქსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
აქციის მონაწილეები შეთანხმდნენ, არ დაუშვან მინარეთის ჭელაში დაბრუნება
'რომელიმე რელიგია უპირატეს მდგომარეობაში არ უნდა იყოს'– ტარიელ ნაკაიძე