FM97.5 / LIVE

ტარიელ ნაკაიძე: 'ჭელა კარგი პრეცენდენტია'

მთავარისაზოგადოება 28.11.2013
ქართველ-მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე ჭელაში მინარეთის დაბრუნებას კარგ პრეცენდენტს უწოდებს. ამბობს, რომ საქართველოში ეს ერთადერთი მინარეთია, რომელიც შესაბამისი წესების დაცვით დაიდგა და ამ გამოცდილებას სხვა დროს გამოიყენებენ.

ტარიელ ნაკაიძე: 'ჭელა კარგი პრეცენდენტია'
ტარიელ ნაკაიძის თქმით, გვიან ღამით მინარეთის აღმართვა რაიმე განსაკუთრებული მიზეზით არაა გამოწვეული.

„გუშინ იყო საუბარი, რომ ნებართვა უნდა გაცემულიყო, დღეს გაიცა ნებართვა და უნდა აღმართულიყო, დაიწყეს ამის აღმართვა ამასობაში დაღამდა. რაიმე განსაკუთრებული, რომ მაინცდამაინც ღამე უნდა გაკეთებულიყო, მსგავს ინფორმაციას არ ვფლობ“, - ამბობს ქართველ-მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე.

რაც შეეხება კითხვას, სხვა სოფლებშიც ხომ არ იგეგმება მინარეთების დადგმა, ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ ეს ფინანსურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.

„საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე, ეს იქნება ადიგენი, აჭარა თუ რომელიმე სხვა მხარე, თუ მეჩეთი არსებობს, შესაბამისად, მას სჭირდება მინარეთი. თუ ადგილობრივებს ექნებათ საშუალება, შესაბამისად, ალბათ დაიდგმება", - ამბობს ტარიელ ნაკაიძე და ამატებს, რომ ჭელა ძალიან კარგი პრეცენდენტია, რადგან საქართველოში ერთადერთი მინარეთია, რომელიც წესების დაცვით აიგო.

„თუმცა, ამით ვერ ვიტყვით იმას, რომ საქართველოში აქამდე აგებული მინარეთები რაიმე წესებს არ ექვემდებარებოდა. ის ექვემდებარებოდა იმ წესებს, რა წესებითაც შენდებოდა საკულტო ნაგებობები და მინარეთები. ის პრეცენდენტი, რასთანაც ჩვენ ახლა გვაქვს საქმე, ვგულისხმობ საკითხის საკანონმდებლო კუთხით მოგვარებას, ერთის მხრივ ძალიან კარგია, სხვა მინარეთებისა თუ მეჩეთის მშენებლობებისას ამ გამოცდილებას გავითვალისწინებთ".

მისივე თქმით, ადგილობრივ მუსლიმ თემს ბევრი ნერვიულობის გადატანა მოუხდა, მაგრამ საბოლოოდ დემოკრატიამ და ადამიანის უფლებების დაცვამ გაიმარჯვა. იგი დარწმუნებულია, რომ მინარეთის აღმართვა ქრისტიანების პროტესტს არ გამოიწვევს.

„საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა. პროტესტი ნებისმიერ რამეზე შეიძლება გამოითქვას, მაგრამ ეს რამდენად ექვემდებარება სამართლებრივ ნორმას, ეს კიდევ სხვა საკითხია. ამიტომ, მე ვფიქრობ და დარწმუნებულიც ვარ, რომ მართლმადიდებელი მრევლი უფრო მეტად ხელს შეუწყობს ასეთ პროცესებს და რაიმე დაძაბულობას არ შემოიტანს“, - ამბობს იგი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ტარიელ ნაკაიძე: ჭელაში მინარეთი აუცილებლად უნდა აღდგეს
ტარიელ ნაკაიძე შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდებს
ტარიელ ნაკაიძე: ჯემალ პაქსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ტარიელ ნაკაიძე: გამოდის, ყველა მინარეთი უნდა მოინგრეს
ტარიელ ნაკაიძე: ჭელის მცხოვრებლები პოლიციამ დააშინა
'რომელიმე რელიგია უპირატეს მდგომარეობაში არ უნდა იყოს'– ტარიელ ნაკაიძე
ჯემალ პაქსაძე: 'არ იგეგმება მინარეთების დადგმა, ვიდრე არ შევუთანხმდებით სამუფთო სამმართველოს'