FM97.5 / LIVE
მუსლიმური თემისა და პრემიერის ემოციური შეხვედრა

მუსლიმური თემისა და პრემიერის ემოციური შეხვედრა

მთავარისაზოგადოება 05.10.2013
დღეს მუსლიმური თემის წარმომადგენლებმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან ჭელაში მინარეთის დაბრუნებისა და ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის შესახებ ისაუბრეს.

მუსლიმური თემისა და პრემიერის ემოციური შეხვედრა
ფოტო: ბიძინა ივანიშვილის ფეისბუქის ოფიციალური გვერდი

შეხვედრა, რომელზე დასასწრებადაც ადიგენის მუნიციპალიტეტის მუსლიმური თემის ნაწილი აჭარაში გუშინ ღამით გაემგზავრა, პრემიერ მინისტრის ურეკის რეზიდენციაში შედგა და სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

შეხვედრას ჭელის მკვიდრებთან ერთად, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე, რაიონების მუფთები, ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელები, აჭარის მთავრობის მეთაური არჩილ ხაბაძე და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ესწრებოდნენ.

„ძალიან გულწრფელი შეხვედრა იყო, პრემიერ მინისტრს გავაცანით ჩვენი დამოკიდებულება მინარეთის საკთხთან დაკავშირებთ. ვისაუბრეთ იმ დეტალებზე თუ როგორ შეიძლება ამ საკითხის უმტკივნეულოდ გადაწყვეტა“, - განაცხადა „სამხრეთის კარიბჭესთან“ შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარემ ტარიელ ნაკაიძემ.

მისი თქმით, მათ ასევე ისაუბრეს ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების შესახებაც: „ჩვენი მიზანი იყო, რომ ქვეყნის პირველი პირისთვის გაგვეცნო ის პრობლემები, რაც მუსლიმურ თემს აწუხებს. ეს შეხვედრა უფრო ემოციების დაცლას ჰგავდა, განვიმუხტეთ და კმაყოფილები ვართ“.

ნაკაიძის განცხადებით, მუსლიმური თემის წარმომადგენლები მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებს პირველად შეხვდნენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

კითხვაზე, მიიღეს თუ არა რაიმე დაპირება მინარეთის ჭელაში დაბრუნების შესახებ ნაკაიძე გვპასუხობს: „ყველაფერი სამართლებრივ ჩარჩოებში მოხდება, კონსტიტუციური გზით. რაც შეეხება ბათუმში მეჩეთის მშენებლობას, უკვე შერჩეულია რამდენიმე ადგილი, სადაც ახალი მეჩეთი დაიდგმება“.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ადიგენის მუნიიცპალიტეტში მცხოვრები მსულიმები 20 სექტემბერს ელოდნენ, თუმცა მათთან გვაინ ღამით მხოლოდ სრულიად საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე მივიდა. სწორედ იმ საღამოს გადაწყდა, რომ ადგილობრივებს მუფთი პრემიერ მინისტრს შეახვედრებდა.

მუსლიმური თემისა და პრემიერის ემოციური შეხვედრა
ფოტო: ბიძინა ივანიშვილის ფეისბუქის ოფიციალური გვერდი
[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მუსლიმები დღეს პრემიერს შეხვდებიან
ჯემალ პაქსაძე: 'არ იგეგმება მინარეთების დადგმა, ვიდრე არ შევუთანხმდებით სამუფთო სამმართველოს'
ჯემალ პაქსაძე ჭელის მუსლიმ მრევლს ხვდება
ჭელის მეჩეთის ეზოში ისევ ხალხმრავლობაა
ტარიელ ნაკაიძე: ჭელაში მინარეთი აუცილებლად უნდა აღდგეს
სამმართველოს შენობაში სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი შევიდა
ტარიელ ნაკაიძე: ჯემალ პაქსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია