FM97.5 / LIVE

ტარიელ ნაკაიძე: გამოდის, ყველა მინარეთი უნდა მოინგრეს

მთავარისაზოგადოება 27.08.2013
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოსთან შეკრებილ მუსლიმებს ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე და საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი შეუერთდნენ

ტარიელ ნაკაიძე: გამოდის, ყველა მინარეთი უნდა მოინგრეს
ტარიელ ნაკაიძემ შეკრებილებს სიმშვიდის დაცვისკენ მოუწოდა.

‘გვეუბნებიან, რომ დაკავებულებს რამდენიმე საათში გამოუშვებენ, ამიტომ, ხალხს მოთმინებისკენ მოვუწოდე’, - ამბობს იგი.

მისივე თქმით, თუ ვიმსჯელებთ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში არცერთი მეჩეთი და მინარეთი კანონიერად აშენებული არ არის, მაშინ გამოდის რომ ყველა უნდა დაინგრეს.

„ადამიანებმა დაიცვეს საკუთარი საკულტო ნაგებობა, სამლოცველო, რომლის შედეგიც არის ის, რომ რამდენიმე სცემეს და რამდენიმე დაკავებულია და არ უშვებენ. ჩვენ ვცდილობთ სახელმწიფოს მივაწოდოთ ინფორმაცია რა სიტუაციაა, რომ ადამიანები არიან დაკავებული და მინარეთი უნდა დაუბრუნდეს ადგილს. ეს არის კონსტიტუციით მონიჭებული უფლება. ეს არის ერთ-ერთი წვლილი საქართველოს დემოკრატიაში და ჩვენ ვერ დავთმობთ ერთი უბრალო მიზეზის გამო, იმიტომ რომ ჩვენ გვაღელვებს საქართველოს დემოკრატია“, - აცხადებს ნაკაიძე.

ნაკაიძე ამბობს, რომ ჭელაში ადგილი არ აქვს რელიგიურ დაპირისპირებას: „მე აღფრთოვანებული ვარ იმ დამოკიდებულებით, რომელიც გამოხატა ადგილობრივმა ქრისტიანულმა მოსახლეობამ. მათ დაგმეს ეს სიტუაცია და აქ არ არის რელიგიური დაპირისპირება. იმედი მაქვს, რომ მთავრობა მიიღებს გონივრულ გადაწყვტეილებას და არ მივა სიტუაცია რელიგიურ დაპირისპირებამდე“.

მისივე თქმით, სოლიდარობის ნიშნად მუსლიმები ახალციხეში დღეს საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც გეგმავენ ჩამოსვლას: „თუმცა, გპირდებით, რომ არცერთი ნაბიჯი არ გასცდება კონსტიტუციის ფარგლებს“.

ნაკაიძე ყურადღებას იმ ფაქტზე ამახვილებს, რომ ეს არ არის პირველი ფაქტი მუსლიმების მიმართ: „ეს არის მე-4 შემთხვევა, რომელშიც, ვფიქრობ, რომ სახელმწიფო და სხვადასხვა პირები არიან ჩარეული. შესაბამისად, არ არის ადექვატური პასუხები და მიდგომა“.

შეგახსენებთ, სამმართველოს შენობასთან დილიდან 100-მდე ადამიანია შეკრებილი, მათ გზა აქვთ გადაკეტილი. პოლიცია ცდილობს მომიტინგეებს გზის ნაწილი გაათავისუფლებინოს, იმისთვის რომ მოძრაობა არ შეფერხდეს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ტარიელ ნაკაიძე: ჭელაში მინარეთი აუცილებლად უნდა აღდგეს
ტარიელ ნაკაიძე შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდებს
ტარიელ ნაკაიძემ დაკავებულების გათავისუფლების პირობა მიიღო
ტარიელ ნაკაიძე: 'ჭელა კარგი პრეცენდენტია'
'რომელიმე რელიგია უპირატეს მდგომარეობაში არ უნდა იყოს'– ტარიელ ნაკაიძე
ტარიელ ნაკაიძე: ჯემალ პაქსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ტარიელ ნაკაიძე სახელმწიფო უწყებებს ადიგენში მომხდარზე დროულ რეაგირებას სთხოვს